1.ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.
2.ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება: ა) პირის გამოკითხვა; ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; გ) საკონტროლო შესყიდვა; დ) კონტროლირებადი მიწოდება; ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა; ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება); ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა; თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება ; ი) (ამოღებულია - 01.08.2014, N2635); კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა; ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა. მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას. (ძალადაკარგულად იქნ ა ცნობილი მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის სიტყვების „ დახურული ხასიათის “ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკავშირდება იმავე ნორმის სიტყვებს „ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება “) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/2/519 - ვებგვერდი , 30.10.2012წ. 2 1 . კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას შესაძლო ნივთიერი მტკიცებულება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლდეს წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან სხვა ობიექტით. ამ მიზნით დასაშვებია ყალბი (სიმულაციური) საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის სპეციალურად დამზადება, რის შესახებაც დგება ოქმი.
3.უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას, დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს: ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან გამოითხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI 1 თავით დადგენილი წესით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის მოქმედების განხორციელების შესახებ. 3 1 . ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განჩინებით , საქართველოს გენერალური პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე .
4.(ამოღებულია - 01.08.2014, №2635) .
5.(ამოღებულია - 01.08.2014, №2635) .
6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით.
7.ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით.
8.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19,28.04.2005წ., მუხ.140 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.214 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2941-სსმI, №14, 15.05.2006წ., მუხ.95 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2468-სსმI, №1, 04.01.2010წ. მუხ.1 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6251 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება № 1/2/519 - ვებგვერდი , 30.10.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3537 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №478 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5620 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.






