1.დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება.
2.სამართლებრივი დაცვა არ ვრცელდება დიზაინში ჩართულ სიტყვაზე ან სიტყვათა წყობაზე.
3.დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები მოიცავს ნებისმიერ დიზაინს, რომელიც ინფორმირებულ მომხმარებელზე არ ახდენს განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას.
4.დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხი.






