1.განაცხადის შეტანის უფლება აქვს დიზაინერს ან მის უფლებამონაცვლეს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.რამდენიმე პირის მიერ შექმნილ დიზაინზე განაცხადის შეტანის უფლება აქვს როგორც ყველა დიზაინერს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანადიზაინერების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანადიზაინერთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3.დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ დიზაინზე, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, განაცხადის შეტანის უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.(ამოღებულია - 11.11.2025, №1029) .
5.(ამოღებულია - 11.11.2025, №1029) .
6.თუ ერთი და იგივე დიზაინი დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, დიზაინზე განსა-კუთრებული უფლება ეკუთვნის იმ განმცხადებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს.
7.თუ რამდენიმე განაცხადს, რომელიც შეეხება იდენტურ დიზაინებს, დაუდგინდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, დიზაინის რეგისტრაციის უფლება აქვს განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირს (პირებს). მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.






