1.იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან, განისაზღვრება ამ სადაზვერვო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.
2.პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირს, თუ მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში. თავი IV. (ამოღებულია) საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 15. (ამოღებულია) საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1236 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.




