საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Article 13. მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობები, შვილების წარმოშობა, მამობის დადგენა და მათთან დაკავშირებული დავები
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 15 Dec 2023
Topics:Adoption & Surrogacy
მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
