ლექსიკონი

დაბინძურება

კანონში განსაზღვრული 3 განმარტება

ადამიანის საქმიანობის შედეგადმყარი ან თხევადი ნივთიერებების ან ნებისმიერი ფორმის ენერგიის (სითბო, ხმაური, რადიოაქტიურობა) პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, წყლის ეკოსისტემებისთვის ან მიწის იმ ეკოსისტემებისთვის, რომლებიც დამოკიდებული არიან წყლის ეკოსისტემებზე, და იწვევს საკუთრებისთვის ზიანის მიყენებას, ან რომელიც აზიანებს ან ხელს უშლის გარემოს მდგომარეობას ან სხვა კანონიერი მიზნებისთვის გარემოს გამოყენებას

საქმიანობის შედეგად მავნე ნივთიერებების, ვიბრაციის, სითბოს ან ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალში ან მიწაში, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, გამოიწვიოს ქონების დაზიანება, შეზღუდოს გარემოს შემადგენელ ელემენტებზე ხელმისაწვდომობა

გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი ნარჩენის მოხვედრა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გარემოზე ან ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)