საზოგადოება, რომელსაც შესაძლოა აინტერესებდეს სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ან რომელზედაც ზემოქმედებას მოახდენს ან შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ. დაინტერესებულ საზოგადოებას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზნებიც დაკავშირებულია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობასთან
დაინტერესებული საზოგადოება
კანონში განსაზღვრული 2 განმარტება
საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის ან მისი პირობების განახლების თაობაზე გადაწყვეტილებით, ან რომელზედაც ზემოქმედებას ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს ამ გადაწყვეტილების მიღებამ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობა
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით
იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)

