დაცვის ობიექტი არის პირი, სამართლებრივი სიკეთე ან ინტერესი, რომლის დაცვასაც კონსტიტუციური ან საკანონმდებლო ნორმა ემსახურება. კონსტიტუციური უფლების დაცვის ობიექტის ფარგლები განისაზღვრება თავად კონსტიტუციით და შეიძლება სცდებოდეს შესაბამისი ცნების ტრადიციულ გაგებას. სისხლისსამართლებრივ ნორმას აქვს დაცვის ობიექტი, რომლის ხელყოფასაც შესაბამისი ქმედების კრიმინალიზაცია უკავშირდება.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
ნორმის დაცვის ობიექტი არ არის აუცილებლად ის საგანი ან პირი, რომელსაც უშუალოდ მიემართება ქმედება: სასამართლოს უპატივცემულობისას დაცვის ობიექტი შეიძლება იყოს სასამართლოს ავტორიტეტი, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ადამიანის ღირსების დაცვა გამორიცხავს ადამიანის სახელმწიფოს ხელთ მხოლოდ ინსტრუმენტად ქცევას.
საკვანძო პრეცედენტები
„7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ უკვე დაადგინა გამოხატვის თავისუფლების უფლების სტანდარტები მოსამართლის მიმართ გამოთქმულ უხამს, უცენზურო და შეურაცხმყოფელ ტერმინებთან მიმართებით. თუმცა განსახილველ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების უფლების ადრესატი არის არა უშუალოდ მოსამართლე, არამედ სამართალწარმოების მონაწილე, რომელიც შესაძლოა იყოს პროკურორი, მოწმე, ექსპერტი, თარჯიმანი და ა. შ. (საქართველოს სისხლის სამართ…“
„6. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა, განხილული იქნეს როგო…“
„42. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ნორმები, მათი ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე, ითვალისწინებს პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, მათ შორის, მხოლოდ იმის გამოც, რომ პირმა საკუთარ ჯანმრთელობას შეიძლება მიაყენოს ზიანი, როდესაც არ არსებობს რეალური რისკები სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისა (ვინაიდან ნორმა უშვებს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მაშინაც, როდესაც კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება არ ხდება რეალიზაციის მიზნით), ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვ…“
„11. სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, „განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით“. პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის არსებობისათვის კი აუცილებელია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. პირდაპირ განზრახვას არაპირდაპირი განზრახვისაგან, მართლსაწინააღმდეგო შედეგის მიმართ პირის ნებელობითი დამოკიდებულება განასხვავებს. კერძოდ, თუ პირს დანაშაულის ჩადენისას სურდა …“
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

