Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებმუხლი 2

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:კრიპტო კომპლაიენსირეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებაკრიპტო M&Aბირჟაზე რეგისტრაცია და KYCტრანსასზღვრული კრიპტოსექტორული შერწყმა-შეძენა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ანგარიშვალდებული პირი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტართან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება; გ) არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი − საქართველოს კანონმდებლობით ან სხვა იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებული გაერთიანება (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა და სხვა), რომელსაც აქვს შიდაორგანიზაციული სტრუქტურა/მოწყობა და რომელიც მესამე პირთან ურთიერთობაში საკუთარი სახელით გამოდის, ამასთანავე, იურიდიულ პირად რეგისტრირებული არ არის; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე − ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი; ე) გაეროს სანქციების კომიტეტი − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე შექმნილი სანქციების შესაბამისი კომიტეტი; ვ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია, რომლის მიზანია ტერორიზმის დაფინანსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ზ) გარიგება − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით განსაზღვრული გარიგება; თ ) დაკავშირებული გარიგებები − დროის გონივრულ პერიოდში დადებული გარიგებები ან / და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები , რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება . ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დაკავშირებული გარიგებების გამოვლენის მიზანია კლიენტის მიერ გარიგების თანხის დანაწევრებით ამავე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის თავის არიდების აღკვეთა ; ი ) დასაბუთებული ვარაუდი − ინფორმაციების ან გარემოებების ერთობლიობა , რომლის საფუძველზედაც ობიექტური დამკვირვებელი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ დასკვნას გააკეთებდა ; ი 1 ) გონივრული საფუძველი − საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიერ კონკრეტული პირის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის, გარემოებების ან/და ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ამ პირის ტერორიზმის დაფინანსებასთან ან/და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსებასთან კავშირში დაარწმუნებდა, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება; კ ) ერთჯერადი გარიგება − გარიგება ( გარდა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული , დადებული ან შესრულებული გარიგებისა ), რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას ითვალისწინებს ; ლ ) ვერიფიკაცია − ისეთი ინფორმაციის ( დოკუმენტის ) მოპოვება , რომელიც ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს , გადაამოწმოს პირის შესახებ მოპოვებული , მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე , ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში − აგრეთვე დარწმუნდეს , რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა ; მ ) საზედამხედველო ორგანო − ამ კანონის მე -4 მუხლით განსაზღვრული დაწესებულება , რომელიც ამოწმებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ; ნ ) იდენტიფიკაცია − პირის შესახებ მისი საიდენტიფიკაციო ისეთი მონაცემების მოპოვება , რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა ; ო ) ადგილსამყოფელი იურისდიქცია − ქვეყანა ან ტერიტორია , რომელშიც პირი რეგისტრირებულია ან / და საქმიანობას ახორციელებს ; პ ) კლიენტი − პირი , რომელიც ანგარიშვალდებულ პირთან საქმიან ურთიერთობას ამყარებს ან ანგარიშვალდებულ პირთან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით ; ჟ ) კომპეტენტური ორგანო − სამსახური , საზედამხედველო ორგანო ან ფულის გათეთრების ან / და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის , გამოვლენისთვის , აღკვეთისთვის , გამოძიებისთვის ან / და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო სტრუქტურა , ხოლო ამ კანონის X თავით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას − აგრეთვე სხვა იურისდიქციაში ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის , გამოვლენისთვის , აღკვეთისთვის , გამოძიებისთვის ან / და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა ან სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურა ; რ ) კონფიდენციალური ინფორმაცია − ინფორმაცია ( დოკუმენტი ), რომელიც შეიცავს პროფესიულ საიდუმლოს , კომერციულ საიდუმლოს ან / და პერსონალურ მონაცემებს ; ს ) პირი − ფიზიკური პირი , იურიდიული პირი , არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი ; ტ ) პოლიტიკურად აქტიური პირი − ამ კანონის 21- ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი ; უ ) საერთაშორისო ორგანიზაცია − მუდმივმოქმედი სახელმწიფოთაშორისი ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია ; ფ ) საეჭვო გარიგება − გარიგება , რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი , რომ ის მომზადდა , დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან / და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას ; ფ 1 ) საფუძვლიანი ეჭვი − ინფორმაციის, ფაქტების ან/და გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს ობიექტურად უჩენს ეჭვს, რომ გარიგება უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით მომზადდა, დაიდო ან შესრულდა ან ტერორიზმის დაფინანსებას უკავშირდება, ამასთანავე, ეს ეჭვი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ვერ გაქარწყლდა; ქ ) საკორესპონდენტო ურთიერთობა − ამ კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანი ურთიერთობა ; ღ ) სამსახური − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ; ყ ) სანქციადაკისრებულ პირთა სია − იმ ფიზიკურ პირთა და იურიდიულ პირთა სია , რომლებზედაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული სანქციები ვრცელდება ; შ ) საქმიანი ურთიერთობა − ანგარიშვალდებულ პირსა და კლიენტს შორის განგრძობითი კომერციული ან პროფესიული ურთიერთობა , რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას გულისხმობს ; ჩ ) სიცოცხლის დაზღვევა − სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება / პოლისი , რომელიც საინვესტიციო ხასიათისაა ( მათ შორის , მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობა ); ც ) ტერორიზმის დაფინანსება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ; ძ ) უჩვეულო გარიგება − ამ კანონის მე -20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარიგება ან გარიგებათა ერთობლიობა ; წ ) ტრასტი ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურა − „ ტრასტების მიმართ გამოყენებადი სამართლებრივი ნორმებისა და მათი აღიარების თაობაზე “ ჰააგის 1985 წლის 1 ივლისის კონვენციის მე -2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა ან სტრუქტურულად / ფუნქციურად მისი მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობა ; ჭ ) ფინანსური დაზვერვის სამსახური − სახელმწიფო სტრუქტურა , რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების ან / და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებისა და ანალიზისთვის , აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის გადაცემისთვის ; ხ ) ფინანსური ინსტიტუტი − ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ; ჯ ) ფიქციური ბანკი − კომერციული ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი , რომელიც ფიზიკურად არ არის წარმოდგენილი იმ იურისდიქციაში , რომელშიც არის რეგისტრირებული ან ლიცენზირებული ; ჰ ) ფულადი სახსრების გადარიცხვა − ამ კანონის მე -17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია ; ჰ​ 1 ) ფულის გათეთრება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 194-ე და 194 1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები; ჰ 2 ) შესაბამისობის კონტროლის სისტემა − ამ კანონის 29- ე მუხლით განსაზღვრული შიდა კონტროლის პოლიტიკის , წესების , სისტემებისა და მექანიზმების ერთობლიობა ; ჰ 3 ) ხელმძღვანელობა − ფიზიკური პირი , რომელსაც აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ და თანამდებობრივად უფლებამოსილია , მიიღოს ამ რისკების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ; ჰ 4 ) ჯგუფი − სათავო საწარმო ( სათავო ორგანიზაცია ), მისი შვილობილი საწარმო ( შვილობილი ორგანიზაცია ) ან / და ფილიალი , რომელზედაც ვრცელდება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე ; ჰ 5 ) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა − ამ კანონის 17 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია.

2.ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა . საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2617 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3718 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3766 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.

რედაქციების შედარება

1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ანგარიშვალდებული პირი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, საბროკერო კომპანიასთან ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან ელექტრონული ფულის აღრიცხვის უნიკალური საშუალება; [ ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] გ) არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი − საქართველოს კანონმდებლობით ან სხვა იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებული გაერთიანება (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა და სხვა), რომელსაც აქვს შიდაორგანიზაციული სტრუქტურა/მოწყობა და რომელიც მესამე პირთან ურთიერთობაში საკუთარი სახელით გამოდის, ამასთანავე, იურიდიულ პირად რეგისტრირებული არ არის; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე − ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი; ე) გაეროს სანქციების კომიტეტი − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე შექმნილი სანქციების შესაბამისი კომიტეტი; ვ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია, რომლის მიზანია ტერორიზმის დაფინანსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ზ) გარიგება − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით განსაზღვრული გარიგება; თ ) დაკავშირებული გარიგებები − დროის გონივრულ პერიოდში დადებული გარიგებები ან / და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები , რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება . ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დაკავშირებული გარიგებების გამოვლენის მიზანია კლიენტის მიერ გარიგების თანხის დანაწევრებით ამავე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის თავის არიდების აღკვეთა ; ი ) დასაბუთებული ვარაუდი − ინფორმაციების ან გარემოებების ერთობლიობა , რომლის საფუძველზედაც ობიექტური დამკვირვებელი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ დასკვნას გააკეთებდა ; კ ) ერთჯერადი გარიგება − გარიგება ( გარდა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული , დადებული ან შესრულებული გარიგებისა ), რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას ითვალისწინებს ; ლ ) ვერიფიკაცია − ისეთი ინფორმაციის ( დოკუმენტის ) მოპოვება , რომელიც ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს , გადაამოწმოს პირის შესახებ მოპოვებული , მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე , ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში − აგრეთვე დარწმუნდეს , რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა ; მ ) საზედამხედველო ორგანო − ამ კანონის მე -4 მუხლით განსაზღვრული დაწესებულება , რომელიც ამოწმებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ; ნ ) იდენტიფიკაცია − პირის შესახებ მისი საიდენტიფიკაციო ისეთი მონაცემების მოპოვება , რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა ; ო ) ადგილსამყოფელი იურისდიქცია − ქვეყანა ან ტერიტორია , რომელშიც პირი რეგისტრირებულია ან / და საქმიანობას ახორციელებს ; პ ) კლიენტი − პირი , რომელიც ანგარიშვალდებულ პირთან საქმიან ურთიერთობას ამყარებს ან ანგარიშვალდებულ პირთან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით ; ჟ ) კომპეტენტური ორგანო − სამსახური , საზედამხედველო ორგანო ან ფულის გათეთრების ან / და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის , გამოვლენისთვის , აღკვეთისთვის , გამოძიებისთვის ან / და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო სტრუქტურა , ხოლო ამ კანონის X თავით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას − აგრეთვე სხვა იურისდიქციაში ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის , გამოვლენისთვის , აღკვეთისთვის , გამოძიებისთვის ან / და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა ან სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურა ; რ ) კონფიდენციალური ინფორმაცია − ინფორმაცია ( დოკუმენტი ), რომელიც შეიცავს პროფესიულ საიდუმლოს , კომერციულ საიდუმლოს ან / და პერსონალურ მონაცემებს ; ს ) პირი − ფიზიკური პირი , იურიდიული პირი , არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი ; ტ ) პოლიტიკურად აქტიური პირი − ამ კანონის 21- ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი ; უ ) საერთაშორისო ორგანიზაცია − მუდმივმოქმედი სახელმწიფოთაშორისი ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია ; ფ ) საეჭვო გარიგება − გარიგება , რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი , რომ ის მომზადდა , დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან / და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას ; ქ ) საკორესპონდენტო ურთიერთობა − ამ კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანი ურთიერთობა ; ღ ) სამსახური − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ; ყ ) სანქციადაკისრებულ პირთა სია − იმ ფიზიკურ პირთა და იურიდიულ პირთა სია , რომლებზედაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული სანქციები ვრცელდება ; შ ) საქმიანი ურთიერთობა − ანგარიშვალდებულ პირსა და კლიენტს შორის განგრძობითი კომერციული ან პროფესიული ურთიერთობა , რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას გულისხმობს ; ჩ ) სიცოცხლის დაზღვევა − სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება / პოლისი , რომელიც საინვესტიციო ხასიათისაა ( მათ შორის , მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობა ); ც ) ტერორიზმის დაფინანსება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ; ძ ) უჩვეულო გარიგება − ამ კანონის მე -20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარიგება ან გარიგებათა ერთობლიობა ; წ ) ტრასტი ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურა − „ ტრასტების მიმართ გამოყენებადი სამართლებრივი ნორმებისა და მათი აღიარების თაობაზე “ ჰააგის 1985 წლის 1 ივლისის კონვენციის მე -2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა ან სტრუქტურულად / ფუნქციურად მისი მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობა ; ჭ ) ფინანსური დაზვერვის სამსახური − სახელმწიფო სტრუქტურა , რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების ან / და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებისა და ანალიზისთვის , აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის გადაცემისთვის ; ხ ) ფინანსური ინსტიტუტი − ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ; ჯ ) ფიქციური ბანკი − კომერციული ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი , რომელიც ფიზიკურად არ არის წარმოდგენილი იმ იურისდიქციაში , რომელშიც არის რეგისტრირებული ან ლიცენზირებული ; ჰ ) ფულადი სახსრების გადარიცხვა − ამ კანონის მე -17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია ; ჰ 1 ) ფულის გათეთრება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ; ჰ 2 ) შესაბამისობის კონტროლის სისტემა − ამ კანონის 29- ე მუხლით განსაზღვრული შიდა კონტროლის პოლიტიკის , წესების , სისტემებისა და მექანიზმების ერთობლიობა ; ჰ 3 ) ხელმძღვანელობა − ფიზიკური პირი , რომელსაც აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ და თანამდებობრივად უფლებამოსილია , მიიღოს ამ რისკების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ; ჰ 4 ) ჯგუფი − სათავო საწარმო ( სათავო ორგანიზაცია ), მისი შვილობილი საწარმო ( შვილობილი ორგანიზაცია ) ან / და ფილიალი , რომელზედაც ვრცელდება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე ; [ ჰ 5 ) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა − ამ კანონის 17 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)]. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა . საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 დეკ. 2024· გამოქვეყნდა 31 მაი. 2024
  2. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2023
  3. 19 დეკ. 2023
  4. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  5. 24 მაი. 2023
  6. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბენეფიციარული მესაკუთრის გამჟღავნება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორატიული გამჭვირვალობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო კომპანიების შესყიდვა და შერწყმა (M&A)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №14

0
ციტირებულია მუხლი
6
ცვლილება
ბოლო 2024-05-31
8
რედაქცია
12
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 194¹საქართველოს სისხლი… 20საქართველოს სისხლი… 331¹საქართველოს სამოქა… 50მუხლი 13მუხლი 17მუხლი 20მუხლი 21მუხლი 22მუხლი 29მუხლი 3მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 3ანგარიშვალდებული პირები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფაქტორინგის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
194¹20331¹25013131720212229422
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026