პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელ პირს, მიუხედავად მისი ბრალეულობისა, თუ ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეულია ამავე კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებით ან ამ საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობით. აღნიშნულ შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მისი ბრალეულობის დამტკიცება საჭირო არ არის
იტვირთება…

