Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებმუხლი 3

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლიკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობაგარემოსდაცვითი პრეტენზიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარემო – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენურ ლანდშაფტებს; ბ) ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო – გარემოს ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენურ ლანდშაფტებს; გ) გარემოსთვის მიყენებული ზიანი (შემდგომ − ზიანი) – სამრეწველო ავარიით ან/და პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. ზიანად არ ჩაითვლება გარემოზე ისეთი უარყოფითი ზემოქმედება, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, ამასთანავე, აღნიშნულ ქმედებაზე უფლებამოსილ ორგანოს გაცემული ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი ან თანხმობა; დ) სამრეწველო ავარია – აფეთქება, ხანძარი ან საშიში ნივთიერების (ნივთიერებების) გაჟონვა, რომელიც გამოწვეულია ობიექტზე ტექნოლოგიური (საწარმოო) პროცესების უკონტროლო განვითარებით და რომელიც უეცარ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და გარემოს, როგორც ამ ობიექტის შიგნით, ისე მის გარეთ; ე) ფორსმაჟორული სიტუაცია – კონკრეტულ ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური მოვლენა (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა, მსგავსი მოვლენა), ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული კრიზისული ვითარება; ვ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი (შემდგომ −  მნიშვნელოვანი ზიანი) – ზიანი, რომლის გარემოსთვის მიყენების შემთხვევაში გარემოს დაზიანების დონე შეესაბამება ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) დადგენილ კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ზ) ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხე − იმის საკმარისი ალბათობა, რომ ახლო მომავალში გარემოს ზიანი მიადგება; თ) მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა − პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელ პირს, მიუხედავად მისი ბრალეულობისა, თუ ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეულია ამავე კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებით ან ამ საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობით. აღნიშნულ შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მისი ბრალეულობის დამტკიცება საჭირო არ არის; ი) საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიება − მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში განსახორციელებელი ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანია ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების შუალედური დანაკარგების კომპენსაცია, რომელიც ხდება მნიშვნელოვანი ზიანის დადგომიდან გამოსასწორებელი ღონისძიებების სრული ეფექტის მიღწევამდე; კ) გარემოსდაცვითი პროგრამა − საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 45 2 მუხლით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროგრამა გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციის, დაზიანებული გარემოს მდგომარეობის აღდგენის, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოს კვლევის ღონისძიებების დასაფინანსებლად; ლ) გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია − კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და უზრუნველყოფს გარემოსდაცვით პროგრამაში აკუმულირებული თანხების ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეკომენდაციებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა რეკომენდაციების შემუშავებას; მ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი; ნ) დაინტერესებული პირი − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დაინტერესებული მხარე (მათ შორის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია); ო) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; პ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ჟ) სააგენტო − სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო; რ) დეპარტამენტი − სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; ს) საბაზისო მდგომარეობა − გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომენტში ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი რომ არ დამდგარიყო, და რომელიც ფასდება საუკეთესო ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე; ტ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ)  მდგომარეობაში აღდგენა − დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების საბაზისო მდგომარეობამდე აღდგენა მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ნებისმიერი ღონისძიების მეშვეობით; უ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა − დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების საბაზისო მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ნებისმიერი ღონისძიების მეშვეობით; ფ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე დაზიანებულის მსგავსი ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების შექმნას. თავი II ძირითადი დებულებები

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ESG შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოს აღდგენასერვისის გვერდი
  • გარემოსდაცვითი დაზიანების საქმეებისერვისის გვერდი
  • ტერიტორიის რემედიაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №3

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბიუჯ… 45²მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

გარემოს დაცვის შესახებ

  • 4ძირითადი ცნებების განმარტებანი

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 3ტერმინთა განმარტება

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 4ტერმინების განმარტება

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 3ტერმინთა განმარტება

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 11კანონში მოცემული ტერმინების განმარტება

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12441¹445²311233223
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…საქართველოს საბიუჯეტო …გარემოს დაცვის შესახებდაცული ტერიტორიების სი…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026