Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონინებართვა
ლექსიკონი

ნებართვა

კანონში განსაზღვრული 5 განმარტება

წყაროები:საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ · მუხლი 1ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ · მუხლი 3სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ · მუხლი 2ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ · მუხლი 1სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ · მუხლი 1¹

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

მუხლი 1

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით, კანონით დადგენილი პირობების დაცვით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 3

ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 2

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

მუხლი 1

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 -

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

მუხლი 1¹

ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)