Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებმუხლი 2

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №19კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 02.08.2005.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
თემები:ზოგადი ბიზნესიინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებამიმდინარე შესაბამისობაპროფესიული ლიცენზირებაპროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებასაავტორო უფლებების ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ნებართვა – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით; დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ლიცენზიის მაძიებელი – ლიცენზიის მიღების მსურველი პირი; ვ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი; ზ) ლიცენზიის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას; თ) ნებართვის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას; ი) სალიცენზიო რეესტრი (სახელმწიფო, უწყებრივი) – დოკუმენტი ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების თაობაზე მონაცემთა ერთობლიობის შესახებ; კ) სანებართვო რეესტრი (სახელმწიფო, უწყებრივი) – დოკუმენტი ნებართვების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების თაობაზე მონაცემთა ერთობლიობის შესახებ; ლ) ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობა; მ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა; ნ) სალიცენზიო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელსაც ლიცენზიის მაძიებელი იხდის კანონით დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის; ო) სანებართვო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო), რომელსაც ნებართვის მაძიებელი იხდის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო) დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული სანებართვო საქმიანობის განხორციელების ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის; პ) ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების შეჩერება – ლიცენზიით/ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების აკრძალვა ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების განახლებამდე; ჟ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; რ) სალიცენზიო პირობები – კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად, აგრეთვე წესების, ნორმებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც კანონით მოეთხოვება ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას; ს) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად, აგრეთვე წესების, ნორმებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც კანონით მოეთხოვება ნებართვის მფლობელს ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას; ტ) სათბობ-ენერგეტიკული სისტემა – სათბობ-ენერგეტიკული რესურსების, ანუ ენერგიაშემცველების მოპოვების, გადამუშავების, ტრანსპორტირების, გადაცემისა და განაწილებისათვის საჭირო მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთობლიობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ივლ. 2002 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლიცენზიის უარყოფის გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზირების დარღვევები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზის ხელშეკრულების შედგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებების ლიცენზირება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2005 · №19

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 5¹მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 8ლიცენზიის
  • 9სალიცენზიო

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 3 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 5წინასწარი ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის წესი

მაუწყებლობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2253165¹2893 (და…222
მნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…სამეწარმეო საქმიანობის…სააღმზრდელო საქმიანობი…საქართველოს აღმასრულებ…კერძო დაცვითი საქმიანო…ნარჩენების შეგროვების,…