სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი არეგულირებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (შემდგომ − პროდუქცია) ბრუნვის ეროვნული კონტროლის და პოლიტიკის განხორციელების საფუძვლებსა და წესს. ამ კანონის მიზანია: ა) დაიცვას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პროდუქციის ბრუნვაზე ეროვნული კონტროლის დაწესების გზით; ბ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) ფარგლებში არსებული ვალდებულებებისა და პრინციპების შესაბამისად; გ) საქართველომ, როგორც გაეროს, აგრეთვე გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების შესაბამისი რეჟიმების წევრმა სახელმწიფომ, შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

2.ეს კანონი არ არეგულირებს სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კანონი არეგულირებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (შემდგომ − პროდუქცია) ბრუნვის ეროვნული კონტროლის და პოლიტიკის განხორციელების საფუძვლებსა და წესს. ამ კანონის მიზანია: ა) დაიცვას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პროდუქციის ბრუნვაზე ეროვნული კონტროლის დაწესების გზით; ბ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) ფარგლებში არსებული ვალდებულებებისა და პრინციპების შესაბამისად; გ) საქართველომ, როგორც გაეროს, აგრეთვე გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების შესაბამისი რეჟიმების წევრმა სახელმწიფომ, შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. 2. ეს კანონი არ არეგულირებს სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111114111 (და…111611
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო და ორმაგი დან…ნარკოტიკული საშუალებებ…იარაღის შესახებსამხედრო და ორმაგი დან…ლიცენზიებისა და ნებართ…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა