პირი, რომელიც საქონლის შემდგომი გადაზიდვის ან/და სხვა მოქმედების შესრულების მიზნით საქონელს ინახავს საწყობში ან სხვაგვარადაა პასუხისმგებელი საქონლის შენახვისათვის, აგრეთვე პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს ვერ დაუმტკიცებს, რომ მის სატრანსპორტო საშუალებაში, შენობა-ნაგებობაში ან სხვა ტერიტორიაზე მოთავსებული საქონელი მასთან მოხვდა მისი ნების საწინააღმდეგოდ
საქონლის მფლობელი
კანონში განსაზღვრული 3 განმარტება
წყაროები:საქართველოს საბაჟო კოდექსი · მუხლი 7ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ · მუხლი 2საქართველოს საბაჟო კოდექსი · მუხლი 6
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის მესაკუთრე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კონტრაფაქციულია, ან რომელსაც აქვს ასეთი საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომელიც ასეთი საქონლის ფიზიკურ კონტროლს ახორციელებს
საქონლის მესაკუთრე, საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით
იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)

