Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებმუხლი 2

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2024
თემები:IP სტრატეგიასაავტორო უფლებების რეგისტრაციასაავტორო უფლებების დავებისავაჭრო ნიშნის დავებიAI-გენერირებული კონტენტიინტელექტუალური საკუთრების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე (მათ შორის, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელებულია) განსაკუთრებული უფლება, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება, სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ან/და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება; ბ) საქონლის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის მესაკუთრე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კონტრაფაქციულია, ან რომელსაც აქვს ასეთი საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომელიც ასეთი საქონლის ფიზიკურ კონტროლს ახორციელებს; გ) კონტრაფაქციული პროდუქცია: გ.ა) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები; გ.ბ) სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე, კოლექტიურ ნიშანზე ან/და სასერტიფიკაციო ნიშანზე (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) უფლების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას; გ.გ) შეფუთვა, ეტიკეტი, სტიკერი, ბროშურა, გამოყენების ინსტრუქცია, საგარანტიო დოკუმენტი ან მსგავსი სახის საქონელი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი საქონელი ცალკეა წარმოდგენილი), რომელიც სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით არის წარმოებული და მოიცავს ნიშანს, სახელს ან ტერმინს, რომელიც კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ან დაცული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია, ან რომლის გარჩევა (მისი არსებითი ასპექტებიდან გამომდინარე) კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისაგან ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისაგან ან გეოგრაფიული აღნიშვნისაგან შეუძლებელია და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი და იმავე ტიპის ისეთი საქონლისათვის, რომლისთვისაც განხორციელდა სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია; გ.დ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე დამზადებული პროდუქტი, რომელშიც ჩართულია ან რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი და რომელიც, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დიზაინის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს; გ.ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; გ.ვ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის მფლობელის ნებართვის გარეშე ინტეგრალური მიკროსქემის (იმს) ელემენტების ან ინტეგრალური მიკროსქემის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგების იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლებები; გ.ზ) სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული სელექციონერის უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები; გ.თ) პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლება; დ) განადგურება – საქონლის ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული უფლების მფლობელისათვის ზიანის მიყენება; ე) ორიგინალი საქონელი – პროდუქცია, რომელიც არ არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული; ვ) რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება – სამსახურის უფლებამოსილება, დაიცვას უფლების მფლობელის უფლება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში; ზ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური; თ) რეესტრი – სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი, რომელშიც, უფლების მფლობელის უფლებების დაცვის მიზნით, უფლების მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფუძველზე სამსახურს შეაქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, თუ შესრულებულია ამ კანონით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის პირობები. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2888 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4049 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. თავი II სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე (მათ შორის, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელებულია) განსაკუთრებული უფლება, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება, სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ან/და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება; ბ) საქონლის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის მესაკუთრე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კონტრაფაქციულია, ან რომელსაც აქვს ასეთი საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომელიც ასეთი საქონლის ფიზიკურ კონტროლს ახორციელებს; გ) კონტრაფაქციული პროდუქცია: გ.ა) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები; გ.ბ) სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე, კოლექტიურ ნიშანზე ან/და კოლექტიურსასერტიფიკაციო ნიშანზე (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) უფლებებისუფლების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგანნიშნისგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს;უფლებას; გ.გ) შეფუთვა, ეტიკეტი, სტიკერი, ბროშურა, გამოყენების ინსტრუქცია, საგარანტიო დოკუმენტი ან მსგავსი სახის საქონელი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი საქონელი ცალკეა წარმოდგენილი), რომელიც სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით არის წარმოებული და მოიცავს ნიშანს, სახელს ან ტერმინს, რომელიც კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ან დაცული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია, ან რომლის გარჩევა (მისი არსებითი ასპექტებიდან გამომდინარე) კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისაგან ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისაგან ან გეოგრაფიული აღნიშვნისაგან შეუძლებელია და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი და იმავე ტიპის ისეთი საქონლისათვის, რომლისთვისაც განხორციელდა სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია; გ.დ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე დამზადებული პროდუქტი, რომელშიც ჩართულია ან რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი და რომელიც, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დიზაინის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს; გ.ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; გ.ვ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის მფლობელის ნებართვის გარეშე ინტეგრალური მიკროსქემის (იმს) ელემენტების ან ინტეგრალური მიკროსქემის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგების იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლებები; გ.ზ) სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული სელექციონერის უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები; გ.თ) პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლება; დ) განადგურება – საქონლის ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული უფლების მფლობელისათვის ზიანის მიყენება; ე) ორიგინალი საქონელი – პროდუქცია, რომელიც არ არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული; ვ) რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება – სამსახურის უფლებამოსილება, დაიცვას უფლების მფლობელის უფლება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში; ზ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური; თ) რეესტრი – სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი, რომელშიც, უფლების მფლობელის უფლებების დაცვის მიზნით, უფლების მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფუძველზე სამსახურს შეაქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, თუ შესრულებულია ამ კანონით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის პირობები. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2888 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4049 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. თავი II სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა
რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზეპატენტზე (მათ შორის, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე,პატენტზე, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელებულია) განსაკუთრებული უფლება, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება, სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ან/და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება; ბ) საქონლის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის მესაკუთრე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კონტრაფაქციულია, ან რომელსაც აქვს ასეთი საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომელიც ასეთი საქონლის ფიზიკურ კონტროლს ახორციელებს; გ) კონტრაფაქციული პროდუქცია: გ.ა) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები; გ.ბ) სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე ან/და კოლექტიურ ნიშანზე (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) უფლებების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს; გ.გ) შეფუთვა, ეტიკეტი, სტიკერი, ბროშურა, გამოყენების ინსტრუქცია, საგარანტიო დოკუმენტი ან მსგავსი სახის საქონელი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი საქონელი ცალკეა წარმოდგენილი), რომელიც სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით არის წარმოებული და მოიცავს ნიშანს, სახელს ან ტერმინს, რომელიც კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ან დაცული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია, ან რომლის გარჩევა (მისი არსებითი ასპექტებიდან გამომდინარე) კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისაგან ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისაგან ან გეოგრაფიული აღნიშვნისაგან შეუძლებელია და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი და იმავე ტიპის ისეთი საქონლისათვის, რომლისთვისაც განხორციელდა სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია; გ.დ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე დამზადებული პროდუქტი, რომელშიც ჩართულია ან რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი და რომელიც, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დიზაინის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს; გ.ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქონელი, რომელზედაც უკანონოდ არის გამოყენებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; გ.ვ) ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის მფლობელის ნებართვის გარეშე ინტეგრალური მიკროსქემის (იმს) ელემენტების ან ინტეგრალური მიკროსქემის წარმოებისათვის მომზადებული სამგანზომილებიანი განლაგების იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლებები; გ.ზ) სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული სელექციონერის უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები; გ.თ) პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელზე პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებისუფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლება;უფლებები; დ) განადგურება – საქონლის ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული უფლების მფლობელისათვის ზიანის მიყენება; ე) ორიგინალი საქონელი – პროდუქცია, რომელიც არ არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების, გამოგონებაზე ან სასარგებლოპატენტის მოდელზემფლობელის განსაკუთრებული უფლების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული; ვ) რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება – სამსახურის უფლებამოსილება, დაიცვას უფლების მფლობელის უფლება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში; ზ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური; თ) რეესტრი – სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი, რომელშიც, უფლების მფლობელის უფლებების დაცვის მიზნით, უფლების მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფუძველზე სამსახურს შეაქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, თუ შესრულებულია ამ კანონით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის პირობები. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2888 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. თავი II სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 7 მარ. 2024
  2. 1 ივნ. 2023
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დეფექტური პროდუქტი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა (მუხლი 189/196)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა (მუხლი 189)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება (მუხლი 196)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-02-21 · №3

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2024-03-07
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁵ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 59საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დაცვა

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კონკურენციის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 26სალიცენზიო ხელშეკრულება

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ქონების ლეგალიზების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26592333363²⁵223422
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქონლის ადგილწარმოშობ…საავტორო და მომიჯნავე …შემოქმედ მუშაკთა და შე…მომხმარებლის უფლებების…ინფორმაციის ერთიანი სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 21 თებ. 2024