Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონისამეწარმეო საქმიანობის კონტროლი
ლექსიკონი

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი

კანონში განსაზღვრული 1 განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

მუხლი 2

საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან მისთვის შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისთვის კონტროლი არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა ან ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნა და შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად განხორციელებული საქმიანობა, ნავთობისა და გაზის რესურსებსა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობა

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)