სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

მუხლი 2

რედაქცია №58 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდ იული პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ამ საქმიანობის ნაწილში; ბ) სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი – საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან მისთვის შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისთვის კონტროლი არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა ან ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნა და შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად განხორციელებული საქმიანობა, ნავთობისა და გაზის რესურსებსა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობა; გ) მაკონტროლებელი ორგანო – სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე.

2.მეწარმის საფინანსო-ეკონ ომიკურ საქმიანობაზე კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ურთიერთობებისა).

3.(ამოღებულია). საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი № 2565 - სსმ I, № 24 , 20.08.2003 წ., მუხ .183 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №919 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.203 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №843 - სსმ I, №42, 30.12.2004 წ., მუხ.220 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4229 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.380 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4302 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.411 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1697 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.180 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3539 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3595 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.347 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4415 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №489 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4086 – ვებგვერდი, 31.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №489 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6894 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №551 – ვებგვერდი, 14.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №678 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. თავი II. სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №57 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 მაი. 2025 – 1 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 15

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 14 მაი. 2025
  3. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2017
  4. · გამოქვეყნდა 31 ივლ. 2015

    მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში დეფინიციის ტექსტში დაემატა სიტყვა „ორგანოთა“ და კონტროლად არ ჩათვლილი საქმიანობების ჩამონათვალს დაემატა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით განხორციელებული საქმიანობა; სიტყვა „აგრეთვე“ გადავიდა ახალი ბოლო ელემენტის წინ.

  5. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში დაზუსტდა კონტროლის განმარტებაში მოხსენიებული ორგანოების ჩამონათვალი, ხოლო გარემოსდაცვით გამონაკლისს დაემატა სხვა გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების შემოწმება.

  6. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ბოლო აბზაცში „კონტროლს არ წარმოადგენს“ შეიცვალა „კონტროლ ი არ არის“-ით, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში კონტროლად არმიჩნეული საქმიანობიდან ამოღებულია კონკრეტული სამინისტროს მითითება.

  7. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

    მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლის სუბიექტებად დასახელდა საგადასახადო ორგანოები და კონტროლის პალატა, საგადასახადო კოდექსით რეგულირებული ურთიერთობების გარდა.

  8. · გამოქვეყნდა 5 აგვ. 2010

    მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში კონტროლის ცნების გამონაკლისების ჩამონათვალს დაემატა ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; დანარჩენი ორი ცვლილება სიტყვათა ჩანაცვლებაა („ასევე“, „მისთვის“).

  9. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან ამოვარდა „მმართველობის“ ორგანო, „ბ“-ში კანონმდებლობა დაკონკრეტდა „საქართველოს კანონმდებლობად“, ხოლო გარემოს სამინისტროს სახელწოდება ახლებურად ჩაიწერა.

  10. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულია: კანონში აღარ არის დათქმა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ მეწარმის სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანაზე კონტროლის განხორციელების შესახებ.

  11. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: კონტროლის სუბიექტად საგადასახადო ორგანოებთან ერთად საბაჟო ორგანოც დასახელდა, კონტროლის პალატა დაკავშირებულია სიტყვით „აგრეთვე“, ხოლო საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით გათვალისწინებული ურთიერთობები ამ პუნქტის მოქმედების სფეროდან გამონაკლისია.

  12. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2004

    მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: საგადასახადო ორგანოებისა და კონტროლის პალატის უფლებამოსილება აღარ შეიცავს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთობის გამონაკლისს. დაემატა მე-3 პუნქტი, რომლითაც სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანთან დაკავშირებულ საქმიანობაზე კონტროლი ეკისრება სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.

  13. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2004

    მე-2 პუნქტში საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, აგრეთვე კონტროლის პალატა, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ურთიერთობის გარდა; სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კონტროლის ნაწილი ამოღებულია.

  14. · გამოქვეყნდა 20 აგვ. 2003

    მე-2 პუნქტში ამოღებულია საგადასახადო ორგანოებისა და კონტროლის პალატის ექსკლუზიურობის აღმნიშვნელი „მხოლოდ“ და დაემატა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელიც აკონტროლებს მეწარმის სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
193613²333 (და…8622222
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…სამეწარმეო საქმიანობის…მეწარმეთა შესახებკორუფციის წინააღმდეგ ბ…პროდუქტის უსაფრთხოების…ფაქტორინგის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №58 · ბოლოს შემოწმდა