სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც არ ბრუნდება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა; ო 1 ) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომლის ოდენობაა 100 ლარი. კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ო 2 ) საჩივრის წარდგენის საფასური – მომჩივნის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსთვის საჩივრის წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ოდენობის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა
საფასური
კანონში განსაზღვრული 3 განმარტება
წყაროები:სახელმწიფო შესყიდვების შესახებ · მუხლი 3ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ · მუხლი 1საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ · მუხლი 3
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ
მუხლი 3სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით
იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)

