Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებმუხლი 1

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 29 აპრ. 2026
თემები:ტრანსპორტიდაბინძურების კონტროლისაავიაციო შესაბამისობასაავიაციო ლიცენზირებაკომერციული ავიაციატრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროების სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა; ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა; გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო; დ) სატრანსპორტო პროცესი – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას, აგრეთვე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას; ე) ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებენ ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ვ) სახელმწიფო რეგისტრაცია – ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების აღრიცხვასთან დაკავშირებული საქმიანობა; ზ) ტრანსპორტის სფერო – სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო პროცესის ერთობლიობა; თ) ტექნიკური რეგლამენტი − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტი; ი) ტექნიკური რეგულირება – ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების მიზნით ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და მათი შესრულების ზედამხედველობა; კ) საფასური – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა; ლ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ განსახორციელებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასა და მათი გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საფასური უნდა გადაუხადოს; მ) სპეციალური ტრანსპორტი – მექანიკური ამძრავის მქონე, სახმელეთო ან ხმელეთზე დაფუძნებული სპეციალური გზით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო სისტემების (საბაგირო, საბაგირო-რელსური, მონორელსური და სხვა) ერთობლიობა; ნ) შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი − ტრანსპორტის სფერო, რომელიც მოიცავს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას ან/და ტვირთის გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას; ო) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებები − მცურავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადაადგილდება. [ ნ) შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი − ტრანსპორტის სფერო, რომელიც მოიცავს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას ან/და ტვირთის გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას; ო) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებები − მცურავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადაადგილდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2999 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3275 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3311 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1544 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროს სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა; ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა; გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო, საჰაერო, სამდინარო; [ ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროების სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა; ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა; გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] დ) სატრანსპორტო პროცესი – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას; ე) ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირებ ის ორგანოები – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლ ებიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებ ენ ამ კანონით ა და შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს; [ ე) ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებენ ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] ვ) სახელმწიფო რეგისტრაცია – ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების აღრიცხვასთან დაკავშირებული საქმიანობა; ზ) ტრანსპორტის სფერო – სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო პროცესის ერთობლიობა; თ) ტექნიკური რეგლამენტი − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტი; ი) ტექნიკური რეგულირება – ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების მიზნით ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და მათი შესრულების ზედამხედველობა; კ) საფასური – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტ ოების მიერ გაწეული მომსახურებისათვის მათ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა; ლ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესების მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს საფასური უნდა გადაუხადოს; მ) სპეციალური ტრანსპორტი – მექანიკური ამძრავის მქონე, სახმელეთო ან ხმელეთზე დაფუძნებული სპეციალური გზით მგზავრების გადაყვანისათვის და ტვირთების გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო სისტემების (საბაგირო, საბაგირო-რელსური, მონორელსური და სხვა) ერთობლიობა, რომლის რეგულირებას ახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. [ კ) საფასური – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა; ლ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ განსახორციელებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასა და მათი გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საფასური უნდა გადაუხადოს; მ) სპეციალური ტრანსპორტი – მექანიკური ამძრავის მქონე, სახმელეთო ან ხმელეთზე დაფუძნებული სპეციალური გზით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო სისტემების (საბაგირო, საბაგირო-რელსური, მონორელსური და სხვა) ერთობლიობა. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2999 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავიაციის სამართალი საქართველოს კანონმდებლობა და რეგულაციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პორტის ოპერაციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტურიზმის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აეროპორტის რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-29 · №14

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
4
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 5ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 2—

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 2კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 6ტერმინთა განმარტება

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2325122322621
მნიშვნელობით ახლოსსაავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს ტერიტორიაზ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საბაჟო კოდ…მეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 აპრ. 2026