Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების შესახებმუხლი 3

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026
თემები:გრანტის შესაბამისობაუსაფრთხოების კონტრაქტებიტრანსპორტისაგანმანათლებლო ტრანზაქციებიკორუფცია და თანამდებობრივი დანაშაულებიდეველოპმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო შესყიდვა – ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა შემდეგი სახსრებით: ა.ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით; ა.ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით; ა.გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით; ა.დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით; ა.ე) საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, ასევე სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი, ამ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოების მიერ უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ვ) სახელმწიფო გარანტიით მიღებული საკრედიტო და საინვესტიციო სახსრებით; ა.ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 3 1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და მუნიციპალიტეტების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის დაუდგენლობის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო; დ) (ამოღებულია); დ 1 ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, აგრეთვე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) (ამოღებულია); ვ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ზ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგებააშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას; [ ზ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომ – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური გადაღება და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით გათვალისწინებული სხვა, ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამუშაოს ღირებულებას; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასა და სატენდერო/საკონკურსო წინადადების ფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით; თ 1 ) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი – პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი; თ 2 ) ეკონომიკური ოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ბაზარზე საქონლის მიწოდებას, მომსახურების გაწევას ან სამუშაოს შესრულებას სთავაზობს. ამასთანავე, ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება იყოს ამ პუნქტის „ი 1 “, „კ“ ან „კ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი; ი) (ამოღებულია); ი 1 ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური; კ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; კ 1 ) ქვეკონტრაქტორი – პირი, რომელსაც ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი (მიმწოდებელი) ამ კანონით დადგენილი წესით შესასრულებლად გადასცემს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს; ლ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართვე-ლოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას; მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი); [ მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც ამ სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადების უფლების მოსაპოვებლად არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შემთხვევაში − შავ სიაში შეტანიდან 2 წლის განმავლობაში არ აქვთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ან/და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადების უფლება. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა ან/და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ეკრძალება აგრეთვე იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი არის შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი, ასევე იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელშიც შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს იგივე თანამდებობა უკავია ან/და ეს პირი ფლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ წილს. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] მ 1 ) შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი (შემდგომ – თეთრი სია) – თეთრი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს. თეთრ სიაში რეგისტრირებული კვალიფიციური მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; მ​ 2 ) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე, რომელთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა, აგრეთვე მისი გაცემისა და წარდგენის წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით; [ მ ​​ 2 ) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე, რომლებთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა, აგრეთვე მისი გაცემისა და წარდგენის წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] ნ) (ამოღებულია); ო) საფასური – სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც არ ბრუნდება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა; ო​ 1 ) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომლის ოდენობაა 100 ლარი. კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ო​ 2 ) საჩივრის წარდგენის საფასური – მომჩივნის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსთვის საჩივრის წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ოდენობის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა; პ) ელექტრონული საშუალებები – საშუალებები, რომლებითაც შესაძლებელია ინფორმაციის დამუშავება (მათ შორის, ციფრული დამუშავება), მიღება-გადაცემა, გავრცელება და შენახვა საკაბელო, ოპტიკური, სამაუწყებლო ან/და სხვა ელექტრონული საშუალებებით; ჟ) ელექტრონული ტენდერი – საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში − 10 000 ლარის ან 10 000 ლარზე მეტი ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარის ან 20 000 ლარზე მეტი ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის საშუალება (გარდა ამ პუნქტის „ს 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა), რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისთვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს; რ) ( ამოღებულია - 06.04.2017, №617 ); ს) (ამოღებულია); ს 1 ) გამარტივებული შესყიდვა – სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 10​ 1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე: ს 1 .ა) 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების ანდა 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში; ს 1 .ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში; ს 1 .გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მათ სისტემებში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უსაფრთხოებასთან ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში − 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში; ს 1 .დ) საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ატაშესთვის 50 000 ლარამდე ღირებულების (ყოველი კონკრეტული შესყიდვისთვის) საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში; ტ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი ფასი შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით; ტ 1 ) სტატუსი – კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტული ეტაპი; უ) (ამოღებულია); უ 1 ) ცენტრალიზებული შესყიდვა – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ამ კანონის III 1 თავით განსაზღვრულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება; ფ) კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ განხორციელებული პროცედურა, რომლის მიზანია შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა ან/და იმ შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების დეტალური წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით; [ ფ 1 ) ჩარჩოშეთანხმება – ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორს შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიზანია ამ შეთანხმების ფარგლებში დასადები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პირობების დადგენა, კერძოდ, შესყიდვის ობიექტის მოსალოდნელ ფასთან და საჭიროების შემთხვევაში − რაოდენობასთან დაკავშირებით; ფ 2 ) ელექტრონული კატალოგი – წინადადების წარდგენის საშუალება, რომლითაც უზრუნველყოფილია პრეტენდენტის მიერ წინადადების სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციით დადგენილი წესით წარდგენა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] ქ) წარმომადგენლობითი ხარჯები – ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯები; ღ) ალტერნატიული შესყიდვა – შემსყიდველის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისგან. ასეთ შემთხვევაში არ დაიშვება საკომუნიკაციო მომსახურების არსებული მიმწოდებლის მონაწილეობა შესყიდვის პროცედურებში. ალტერნატიულ შესყიდვასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ყ) კონკურსი – ამ კანონის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით; შ) აფიდავიტი – ამ კანონის მიზნებისთვის, წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის; ჩ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფინანსების წყაროდან შესყიდვის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით ან/და მოცულობით განხორციელება ან სხვა ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდება.

2.(ამოღებულია).

3.ამ კანონის მიზნებისთვის ტერმინი „პირი“ გულისხმობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს.

4.ამ კანონის მიზნებისთვის, თუ პირდაპირ არ არის მითითებული სამუშაო დღე, ტერმინი „დღე“ გულისხმობს კალენდარულ დღეს. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3524-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.239 საქართველოს 2006 წლის 26 დეკემბრის კანონი №4095-სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ.373 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ.72 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5664-სსმI, №50,29.12.2007წ., მუხ.438 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 12 მარტის კანონი №2760-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.67 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4273 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4959 -ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5559- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2163 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3967 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 23 მარტის კანონი №2664 – ვებგვერდი, 05.04.2023წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №492 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/7 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 აპრ. 2023 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  3. 29 ივნ. 2017 – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 32

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 დეკ. 2026 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026
  2. 18 სექ. 2026· გამოქვეყნდა 16 სექ. 2026

    „ა.თ“ ქვეპუნქტის სპეციალური წესის შემმუშავებელი და მთავრობისთვის წარმდგენი ორგანოებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ცალკე ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამოღებულია.

  3. 1 ივნ. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
  4. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 14 მაი. 2025
  5. 18 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 16 აპრ. 2025
  6. 19 აპრ. 2023· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2023
  7. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2020
  8. 28 ივლ. 2020
  9. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 21 აპრ. 2017
  10. 23 აპრ. 2019
  11. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    მე-3 მუხლის ს¹ ქვეპუნქტში (გამარტივებული შესყიდვა) 20 000 ლარამდე ზღვარი ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალ შემსყიდველ ორგანიზაციებზეც ვრცელდება; დანარჩენი ცვლილება რიცხვის ფორმას ეხება.

  12. 31 მარ. 2014· გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტში კონსოლიდირებული ტენდერის განმარტებაში ზოგადი „უფლებამოსილი ორგანო“ შეიცვალა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოთი, ხოლო წინადადების დანარჩენი ნაწილი ახლებურად არის ფორმულირებული.

  13. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 25 მაი. 2011

    მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტში რეესტრი „შავ სიად“ გადაკეთდა და მასში შეტანილ პირს ხელშეკრულების დადების უფლებაც ერთი წლით ეზღუდება; დაემატა „ო 1“ და „ტ 1“ ქვეპუნქტები, ხოლო „ყ“ ქვეპუნქტში კონკურსი გავრცელდა დემონტაჟის შესყიდვაზე.

  14. 1 მაი. 2012· გამოქვეყნდა 19 აპრ. 2012

    მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა თეთრი სიისა და ერთიანი გარანტიის ახალი განმარტებები (მ¹ და მ² ქვეპუნქტები); მათი წარმოებისა და გამოყენების წესები კანონქვემდებარე აქტს მიეკუთვნა.

  15. 2 იან. 2012· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულია „ს“ ქვეპუნქტის გამარტივებული შესყიდვის ძველი რედაქცია და დაემატა „ს¹“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით საზღვარგარეთ 50 000 ლარიანი ზღვარი დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთად საკონსულო დაწესებულებებზეც ვრცელდება.

  16. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    მე-3 მუხლში ახლებურად ჩამოყალიბდა გრანტისა და კრედიტის სახსრების, ერთგვაროვანი ობიექტების, მიმწოდებლის, საფასურის, გამარტივებული შესყიდვისა და ტენდერების განმარტებები. მე-2 პუნქტში დაემატა ახალი ტერმინები და „პირისა“ და „დღის“ განმარტებები.

  17. 11 ნოე. 2011

    მე-3 მუხლს დაემატა სამი ახალი ცნება: „ტ“ აგენტი, „უ“ საცალო რეალიზატორი და „ფ“ სარეალიზაციო მომსახურება; „ს“ ქვეპუნქტის არსებითი შინაარსი არ შეცვლილა.

  18. 11 ივლ. 2011

    მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებში სახელმწიფო შესყიდვის სახსრების განმარტებაში შევიდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და მისი განვითარების ფონდი.

  19. 11 ივლ. 2011

    მე-3 მუხლის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის განმარტებაში ვადები სამუშაო დღეებით გამოისახება და დაემატა შაბათ-კვირისა და უქმე დღის დამთხვევისას მომდევნო სამუშაო დღეს ვადის დასრულების წესი.

  20. 2 მარ. 2011

    მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შეიცვალა „ა.თ“ ქვეპუნქტის სამინისტროს დასახელება, ერთგვაროვნების, მომსახურების, საფასურის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და „ს“ ქვეპუნქტის ფორმულირება, ხოლო „ჩ“ ქვეპუნქტით დაემატა ხელოვნური დაყოფის განმარტება.

  21. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  22. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2010

    „ს“ ქვეპუნქტის 50 000 ლარიან გამონაკლისში დაემატა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. „ტ“ ქვეპუნქტად შემოვიდა ელექტრონული ვაჭრობის განმარტება, „უ“ ქვეპუნქტი აღნიშნულია როგორც ამოღებული, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერი „ფ“ ქვეპუნქტად რჩება.

  23. 24 მარ. 2010

    მე-3 მუხლის პირველ პუნქტში „ა“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და „გადაუდებელი აუცილებლობის“ განმარტება ამოღებულია; დაემატა „საფასურის“ განმარტება, ხოლო კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერის განმახორციელებლად სააგენტოს ნაცვლად ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო დასახელდა.

  24. 1 მარ. 2010· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    მე-3 მუხლში დაემატა „ა.თ“ ქვეპუნქტი სახელმწიფო წილის საწარმოების სახსრების შესახებ, ამოღებულია „ვ“, „ი“, „მ“ ქვეპუნქტები 2010 წლის 1 სექტემბრიდან და დაემატა ელექტრონული ტენდერის ახალი ტერმინები.

  25. 2 ივლ. 2009

    მე-3 მუხლის ა.ე) ქვეპუნქტში მიმღების წყარო განისაზღვრა როგორც საქართველოს არარეზიდენტი პირი და ამოღებულია გამონაკლისი განსხვავებული წესების შესახებ.

  26. 15 დეკ. 2008· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008

    მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტში ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის განმარტება შეიცვალა არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა რეესტრის განმარტებით, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. მე-2 პუნქტი, რომელიც კანონის მოქმედების მიღმა დარჩენილ შესყიდვებს ჩამოთვლიდა, ამოღებულია.

  27. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2007

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების და მივლინების დროს განსახორციელებელი შესყიდვების შესახებ.

  28. 1 მაი. 2007· გამოქვეყნდა 23 მარ. 2007

    მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და პრეზიდენტის ან/და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებისა და ვიზიტების გარდა, მასში ახლა შედის პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების შესყიდვებიც.

  29. 29 დეკ. 2006

    მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში „უცხოეთში შენობის“ შესყიდვა შეიცვალა სხვა სახელმწიფოში შენობისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვით; ამასთან, მუხლის ბოლოს მითითებებს დაემატა „მუხ 373“.

  30. 27 ივლ. 2006

    მე-3 მუხლის ტექსტში, წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის უცხოეთში შენობის შესყიდვის შესახებ წინადადების შემდეგ, დაემატა „, მუხ239“; სხვა ცვლილება ამ მუხლში ნაჩვენები არ არის.

  31. 17 ივლ. 2006

    მე-3 მუხლში „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც ეხება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის უცხოეთში შენობის შესყიდვას.

  32. 20 მარ. 2006

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც კანონის მოქმედების გამონაკლისების ჩამონათვალს დაემატა ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის შესყიდვები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბიუჯეტო თანხების მიტაცება/გაფლანგვა (მუხლი 182)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სკოლის შეძენა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინფრასტრუქტურული პროექტების იურიდიული მომსახურებასერვისის გვერდი
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტრაქტებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №102

  • 32 ცვლილება · ბოლო 16 სექ. 2026
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 46 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 1

მიუთითებენ მასზე

მუხლი 8მუხლი 9სახელმწიფო შესყიდვ… 10სახელმწიფო შესყიდვ… 25სახელმწიფო შესყიდვ… 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 10¹ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 6ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 1

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
189222102552323263
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო ქონების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026