თანასწორი შესაძლებლობები თანასწორობის იდეის გამოხატულებაა და გულისხმობს ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. სახელმწიფოს ევალება შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც ყოველ კონკრეტულ ურთიერთობაში არსებითად თანასწორ პირებს თანასწორ შესაძლებლობებს შეუქმნის. თანასწორობის უფლება მოითხოვს, რომ სახელმწიფო ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს ერთნაირად მოეპყროს.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
თანასწორი შესაძლებლობები არ ნიშნავს ადამიანების სრულ გათანაბრებას ან მათი ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. დიფერენცირების ფაქტი თავისთავად საკმარისი არ არის თანასწორობის უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად.
საკვანძო პრეცედენტები
„9. როგორც ზემოთ აღინიშნა, დიფერენცირების ფაქტის არსებობა საკმარისი არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ …“
„20. სამართლის წინაშე თანასწორობის დამდგენ ამ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია თანმიმდევრული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი „არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუ…“
„40. დასახელებული კონსტიტუციური დებულება ადგენს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის…“
„38. ამგვარად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით" (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წი…“
„14. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის არგუმენტაციას. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ განასხვავებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამოქალაქო უფლებებს და მათთვის განსხვავებული ოდენობის ბაჟის დამდგენი ნორმები კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, ეს თავისთავად არ გულისხმობს აღნიშნული მუხლის დარღვევას.“
„2. მე-14 მუხლის არსის სრულყოფილად გაგებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისაგან. „ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლ…“
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

