Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 14

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 14. ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹34567891011

1.ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომლის ანაბეჭდის ნიმუში უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. იმავე წესით წარდგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსის ხელმოწერის ნიმუში. ნოტარიუსის ხელმოწერა და სამსახურებრივი ბეჭდის ანაბეჭდი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან შესრულდეს შესაბამისად ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.

2.ნოტარიუსმა დამატებით, დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, შეიძლება გამოიყენოს რელიეფური ბეჭედი (ტვიფრული ბეჭედი), რომლის გამოყენების შესახებ ნოტარიუსი ვალდებულია წინასწარ აცნობოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ნოტარიუსი არ ასრულებს სანოტარო მოქმედებას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულებამდე.

2¹.შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის ბეჭედი უნდა იყოს იმ ნოტარიუსის ნეჭდის ანალოგიური, რომელთანაც მას დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება . მასზე დამატებით გამოსახული უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სტატუსი , სახელი და გვარი . შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის ბეჭდისა და ხელმოწერის მიმართ მოქმედებს ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

3.აკრძალულია ნოტარიუსის ხელმოწერის დასმა მექანიკური საშუალების გამოყენებით.

4.ნოტარიუსის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული სანოტარო მოქმედების დასამოწმებლად. შესრულებულ მოქმედებას ნოტარიუსის ხელმოწერის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა. ნოტარიუსის ბეჭედი შეიძლება დაისვას აგრეთვე ნოტარიუსის მიერ მომზადებულ სხვა დოკუმენტზე, რომელიც არ არის სანოტარო მოქმედების შესრულების საგანი, მაგრამ დაკავშირებულია სანოტარო საქმიანობასთან (ნოტარიუსის მიმართვა, განცხადება და სხვა).

5.იმ შემთხვევაში, თუ აქტს დასმული აქვს ნოტარიუსის ხელმოწერა და არ აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ ნოტარიუსს ბეჭდის დასასმელად. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ხარვეზიანი (უბეჭდო) დოკუმენტი, რომლის დედანი არ ინახება არქივში, დოკუმენტის ნამდვილობა დგინდება სასამართლო წესით.

6.თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც ნოტარიუსს ჰქონდა სანოტარო მოქმედების შესრულების მომენტისთვის, განადგურებულია, მაშინ ნოტარიუსი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე (ბეჭდის დასმის ადგილზე) გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.

7.ნოტარიუსი ვალდებულია გულმოდგინედ შეინახოს ბეჭედი. აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის. ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს პოლიციას ქვემდებარეობის მიხედვით და ნოტარიუსთა პალატას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია ცნობა ბეჭდის დაკარგვის შესახებ გამოაქვეყნოს პრესაში.

8.დაკარგული ბეჭდის სანაცვლოდ ნოტარიუსი ვალდებულია დადგენილი წესით დაამზადოს ბეჭედი, რომელსაც უნდა ჰქონდეს დაკარგული ბეჭდისაგან განმასხვავებელი მცირე დეტალი. ნოტარიუსი უფლებამოსილია ახალი ბეჭედი გამოიყენოს მხოლოდ ბეჭდის ანაბეჭდის ნიმუშების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ.

9.ახალი ბეჭდის დამზადების შემდეგ დაკარგული ბეჭდის პოვნის შემთხვევაში ნაპოვნი ბეჭედი უნდა გაიჭრას ორ ნაწილად. ბეჭდის გაჭრილი ნაწილები ინახება საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. აღწერილი პროცედურის შესახებ უნდა შედგეს ბეჭდის განადგურებისა და შენახვის აქტი, ბეჭდის გაჭრილი ნაწილები უნდა მოთავსდეს კონვერტში და კონვერტი უნდა დაილუქოს, ბეჭდის განადგურებას უნდა ესწრებოდნენ: ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები, ნოტარიუსი, რომლის ბეჭედი დაიკარგა, აგრეთვე, ერთი ნოტარიუსი.

10.ნოტარიუსი, რომელსაც შეუჩერდა ან შეუწყდა უფლებამოსილება, ან სხვა პირი, რომლის ფაქტობრივ მფლობელობაშიც აღმოჩნდა ნოტარიუსის ბეჭედი, ვალდებულია ნოტარიუსის ბეჭედი დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ჩაბარებული ბეჭედი უნდა განადგურდეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.

11.ამ მუხლით დადგენილი წესით უნდა განადგურდეს ის ბეჭედი, რომელიც აღარ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზეზების (ნოტარიუსის გვარის, სახელის, ბიუროს მისამართის შეცვლა და სხვა გარემოებები) გამო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 28.03.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №93 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ. თავი II სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 6 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივნ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 28 მარ. 2012
  2. 6 ივნ. 2012
  3. 1 მარ. 2011
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13¹შემდეგი მუხლი 15

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 3 ცვლილება · ბოლო 6 ივნ. 2012
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 13¹შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი
  • 3ნოტარიუსის ფუნქციები
  • 8ნოტარიუსის ვალდებულებანი

ნოტარიატის შესახებ

  • 24¹ნოტარიუსის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება
  • 38სანოტარო მოქმედება
  • 3ნოტარიუსი

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 19მედიატორი ნოტარიუსის შერჩევის წესი

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 23სანოტარო მოქმედებების შესრულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1357სანოტარო ფორმა

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 4საზღაურის გადახდევინების ვადა
  • 29საზღაურის მყარი განაკვეთებით ანაზღაურებადი სანოტარო მოქმედებები
  • 2საზღაურის ოდენობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4292135724¹38313¹38231914
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საკონსულო საქმიანობის …საქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23