„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 13¹. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნოტარიუსმა შეიძლება გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება მეორე ნოტარიუსთან, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია დამქირავებელმა აიღოს ვალდებულება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსისთვის პროფესიული დაზღვევის თანხის და ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი გადასახადების გადახდის. შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია შეიზღუდოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის მიერ ყველა სანოტარო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის პასუხისმგებლობა განისაზღვრება , ,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24 1 მუხლის საფუძველზე. 1 ​1 . დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების დადება იმ ნოტარიუსთან, რომლის სანოტარო ბიურო მოცემულ დასახლებაში ერთადერთია (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ სანოტარო ბიუროში სხვა ნოტარიუსიც მუშაობს), ან როდესაც შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მოცემული დასახლება მოქმედი სანოტარო ბიუროს გარეშე დარჩება. 1 ​2 . ნოტარიუსთან შრომითი ხელშეკრულების დასადებად საჭიროა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინასწარი თანხმობა. ნოტარიუსთა პალატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ასეთ თანხმობას გასცემს იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოცემული დასახლება მოქმედი სანოტარო ბიუროს გარეშე არ დარჩება.

2.შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობას ახორციელებს იმ ნოტარიუსის სახელით, რომელთანაც მას დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება მუშაობს და არ აქვს საკუთარი სახელით სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლება.

3.ნოტარიუსთა პალატის თანხმობით შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართად განისაზღვროს განსხვავებული მისამართი.

4.არ შეიძლება ერთ ნოტარიუსთან მუშაობდეს 3-ზე მეტი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი.

5.შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსების რეესტრს აწარმოებს ნოტარიუსთა პალატა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 28.03.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 11 სეტემბრის ბრძანება №325 - ვებგვერდი, 11.09.2018 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 11 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 აგვ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

  2. 31 მარ. 2010 – 2 აგვ. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 28 მარ. 2012

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3524¹19313148145 (და…121191613¹
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…შრომითი მიგრაციის შესა…საჯარო დაწესებულებაში …სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23