ნოტარიატის შესახებ

მუხლი 24¹. ნოტარიუსის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნოტარიუსმა შეიძლება დადოს შრომითი ხელშეკრულება მეორე ნოტარიუსთან.

2.შრომითი ხელშეკრულება უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი უფლებამოსილია შეასრულოს კანონით განსაზღვრული ყველა სანოტარო მოქმედება, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობას ახორციელებს იმ ნოტარიუსის სახელით, რომელთანაც დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. ამ უკანასკნელს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი შესრულებული სანოტარო მოქმედებისათვის პასუხს აგებს ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით დადგენილი წესით.

4.შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართად განისაზღვრება იმ ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართი, რომელთანაც მას დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თანხმობით შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართად განისაზღვროს სხვა მისამართი. ასეთი თანხმობის გაცემის პირობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5.ერთ ნოტარიუსთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსების რაოდენობა შეიძლება შეიზღუდოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 იან. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 დეკ. 2009 – 1 იან. 2013 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4351920313¹1314112841924¹
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა