„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 29. სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სანოტარო აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი, სპეციალისტი) ნოტარიუსის თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს ხელმომწერის სახელსა და გვარს. სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერის შემდეგ სანოტარო აქტს ხელს აწერს ნოტარიუსი.

2.თუ პირს ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია ხელმოწერა, მაგრამ შეუძლია დოკუმენტის წაკითხვა, მის ნაცვლად და მისი თხოვნით დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი, რომელიც უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას. ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე. ნოტარიუსი ვალდებულია დაადგინოს სხვის ნაცვლად ხელმომწერი პირის პირადობა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. ნოტარიუსმა უნდა მიუთითოს პირის მიერ გაცხადებული ის მიზეზი, რის გამოც მას არ შეუძლია ხელმოწერა, აგრეთვე, მის ნაცვლად ხელმომწერი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

3.თუ პირმა არ იცის ის ენა, ან მისი დამწერლობა, რომელზეც შედგენილია დოკუმენტი, იგი ხელს აწერს იმ ენაზე, რომელიც მან იცის.

4.თუ ნოტარიუსს დოკუმენტი წარედგინა ხელმოწერილი სახით და ხელმომწერმა მოითხოვა დოკუმენტზე მისი ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება, ნოტარიუსი უფლებამოსილია დაამოწმოს პირის განცხადება იმის შესახებ, რომ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის განმცხადებელს. განცხადებას, რომელიც თან ერთვის ხელმოწერილ დოკუმენტს, ხელს აწერს განმცხადებელი და მისი ხელმოწერა მოწმდება ნოტარიალურად.

5.ნოტარიუსმა და სანოტარო აქტის ყველა მონაწილემ (მხარე, თარჯიმანი, მოწმე) ხელი უნდა მოაწეროს სხვადასხვა ენაზე შედგენილ ყველა ტექსტს. დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით ორ ან რამდენიმე ენაზე შედგენილ აქტში მიეთითოს, თუ რომელ ენაზე (მათ შორის, არასახელმწიფო ენაზე) შედგენილ ტექსტს შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა სხვადასხვაენოვან ტექსტებს შორის განსხვავების არსებობისას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1357135850538622724202320181929
მითითებამნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებმიწის ნაკვეთებზე უფლებ…საკონსულო საქმიანობის …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23