„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 69. სხვა პირისათვის დოკუმენტის გადაცემა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძე

1.დაინტერესებული პირის მოთხოვნით ნოტარიუსი იღებს დოკუმენტს მესამე პირისათვის გადაცემის მიზნით და ამის შესახებ საჯარო აქტის ფორმით ადგენს შესაბამის დოკუმენტს – სანოტარო აქტს მესამე პირისათვის დოკუმენტის გადაცემის შესახებ. ამ დოკუმენტს თან დაერთვის მესამე პირისათვის გადასცემი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებულო ფოტოასლი. თუ ფოტოასლის დამოწმება შეუძლებელია ტექნიკური მიზეზების გამო, მაშინ სანოტარო აქტში სიტყვა-სიტყვით უნდა აისახოს გადასაცემი დოკუმენტის ტექსტი.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტში აისახება მესამე პირის ვინაობა (პირი, რომელსაც უნდა გადაეცეს დოკუმენტი), დოკუმენტის გადაცემის წესი (საფოსტო გზავნილი, პირადად ჩაბარება და სხვა). დოკუმენტში შეიძლება აისახოს დოკუმენტის მესამე პირისათვის გადაცემის საფუძვლები და საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებები, გაცხადებული დოკუმენტის გადამცემის მიერ. ამასთანავე, ნოტარიუსს არ ევალება ამ განცხადებების ნამდვილობის შემოწმება. დოკუმენტს ხელს აწერს დოკუმენტის გადამცემი და ნოტარიუსი.

3.თუ ნოტარიუსი პირადად გადასცემს ადრესატს დოკუმენტს, დოკუმენტის მიმღები ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტზე დოკუმენტის მიღების დასტურად მოაწეროს ხელი და დაუსვას დოკუმენტის მიღების თარიღი და ზუსტი დრო. ამ ფაქტს ნოტარიუსი ამოწმებს მინაწერით, თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით. თუ ადრესატი უარს აცხადებს დოკუმენტის მიღებაზე, ამის შესახებ ნოტარიუსი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტზე.

4.დოკუმენტის გადაცემის, ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ ნოტარიუსი გასცემს მოწმობას, რომელშიც უნდა მიეთითოს: დოკუმენტის გამგზავნისა და მიმღების ვინაობა, დავალების საფუძველი (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტის რეკვიზიტები), დავალების შესრულების შედეგები.

5.ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით დადგენილ მოქმედებას ნოტარიუსი ასრულებს იმ შემთხვევაში, თუკი ადრესატი არ არის საჯარო ორგანო ან საჯარო თანამდებობის პირი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1350384865431558442972069
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაერთაშორისო კერძო სამ…ხელშეკრულება საქართველ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23