Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 6

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 6. ნოტარიუსის შენაცვლება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნოს მისი შემცვლელი პირი. ნოტარიუსის შენაცვლების საერთო ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს, გარდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ან ნოტარიატის საერთაშორისო გაერთიანებების მმართველობის ორგანოებში არჩეულმა/მივლინებულმა ნოტარიუსმა სამსახურებრივი მივლინების დროს შეიძლება დანიშნოს მისი შემცვლელი პირი კალენდარული წლის განმავლობაში დამატებით არა უმეტეს 30 სამუშაო დღის ვადით.

2.ნოტარიუსის შემცვლელ პირად (შემდგომში – ,‚ნოტარიუსის შემცვლელი“) შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკავალიფიკაციო გამოცდა.

3.საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აწარმოებს ნოტარიუსის შემცვლელი პირების რეესტრს, სადაც ნოტარიუსის ან ნოტარიუსის შემცვლელის კანდიდატის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეიყვანება ყველა ის პირი, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ ნოტარიუსის შემცვლელად. ნოტარიუსის შემცვლელი ვალდებულია თავისი ხელმოწერის ნიმუში წარუდგინოს ნოტარიუსთა პალატას. რეესტრის წარმოების წესს ადგენს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა.

4.ნოტარიუსი უფლებამოსილია ნოტარიუსთა პალატის თანხმობის გარეშე დადგენილებით თავის შემცვლელად დანიშნოს პირი, რომელიც შეყვანილია ნოტარიუსის შემცვლელი პირების რეესტრში.

5.ნოტარიუსის შემცველის უფლებამოსილების ვადა იწყება დადგენილებაში მითითებული მომენტიდან და წყდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, ან ვადაზე ადრე დადგენილების გაუქმებამდე.

6.ნოტარიუსის შემცვლელის უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან ნოტარიუსს, რომელიც შეცვალა ნოტარიუსის შემცვლელმა, ეკრძალება სანოტარო საქმიანობა.

7.ნოტარიუსის შემცვლელი იყენებს იმ ნოტარიუსის ბეჭედს, რომელსაც იგი ცვლის. ნოტარიუსის შემცვლელი ვალდებულია სანოტარო დოკუმენტებში მიუთითოს, რომ იგი სანოტარო მოქმედებას ასრულებს როგორც კონკრეტული ნოტარიუსის (სახელისა და გვარის მითითებით) შემცვლელი პირი.

8.ნოტარიუსის შემცვლელი შესრულებულ სანოტარო მოქმედებას არეგისტრირებს იმ ნოტარიუსის ელექტრონულ სანოტარო რეესტრში, რომელსაც იგი ცვლის.

9.ნოტარიუსსა და მის შემცვლელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ერთი ასლიც წარედგინება ნოტარიუსთა პალატას.

10.სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნის შესახებ დადგენილებას იმავე სამუშაო დღეს უნდა დაერთოს ამ დადგენილების დედნის ელექტრონული ასლი ( დასკანერებული რედაქცია ).

11.ნოტარიუსის შემცვლელი პირის მიმართ ვრცელდება „ ნოტარიატის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -14 მუხლის „ ბ “ –„ე “ და „ ზ “ ქვეპუნქტების , მე -17 მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტისა და მე -18 მუხლის მე -2 პუნქტის „ გ “, „ ვ “ და „ თ “ ქვეპუნქტების მოთხოვნები . „ ნოტარიატის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნოტარიუსის შემცვლელი პირისათვის საქმიანობის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მისი ნოტარიუსის შემცვლელ პირად დამნიშვნელი ნოტარიუსი , რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობას . საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №212 - სსმ III, №144, 08.11.2010, მუხ.2059 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 01.03.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 23 იან. 2012
  2. 1 მარ. 2011
  3. 8 ნოე. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 3 ცვლილება · ბოლო 23 იან. 2012
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 2¹საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
  • 2ნოტარიუსი
  • 13¹შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი

ნოტარიატის შესახებ

  • 24ნოტარიუსის შენაცვლება
  • 16ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება
  • 18ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 34²საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება
  • 34¹საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული ვადები და საფასურის ოდენობები
  • 4საზღაურის გადახდევინების ვადა

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 19მედიატორი ნოტარიუსის შერჩევის წესი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11⁷გამოსაცდელი ვადა
  • 11⁶სააგენტოში სამსახურის ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁷11⁶34²34¹42416182¹213¹196
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…სანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23