დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 11⁷. გამოსაცდელი ვადა

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია პირი თანამდებობაზე დანიშნოს გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა.

2.გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3.გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი სამსახურიდან თავისუფლდება.

4.გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად ან დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

5.დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე მისთვის სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულების დაკისრება.

6.გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება პირის მიერ დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. მას გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2007 – 1 მარ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6414²⁵11⁴11⁶915⁷1733455 (და…151611⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს შრომის კოდ…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა