1.ამ მუხლით დადგენილი ნორმები შეეხება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების ა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის (შემდგომში – მინსკის კონვენცია) წევრი სახელმწიფოს გარდაცვლილი მოქალაქის სამკვიდროს მიღების წესს.
2.თუ გარდაცვლილ ი მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სამკვიდრო მასაში შედის საქართველოში მდებარე უძრავი ქონება, ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განცხადება უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსს.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის გასაცემად არ არის სავალდებულო მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოდან მამკვიდრებლის მემკვიდრეთა წრის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, რომელსაც მამკვიდრებელი განეკუთვნებოდა.
4.ნოტარიუსი უფლებამოსილია მემკვიდრეს მოსთხოვოს საჯარო განცხადების გამოქვეყნება ამ ინსტრუქციის 87-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.

