„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 57. მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:ქორწინება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საფუძვლის არსებობისას ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადების შემთხვევაში ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე, რომელიც მას ეკუთვნის ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან და რაც აღრიცხული იყო გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებად.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოწმობის გასაცემად ნოტარიუსს უნდა წარედგინოს გარდაცვლილი მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, გარდაცვლილის ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადება, ქორწინების მოწმობა.

3.მოწმობა უნდა გაიცეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ.

4.დასაშვებია გაიცეს როგორც ზოგადი ხასიათის მოწმობა (კონკრეტული ქონების/უფლებების მითითების გარეშე), ისე მოწმობა, რომელშიც მითითებულია კონკრეტული ქონება. კონკრეტული ქონების მითითებისას გამოთხოვილ უნდა იქნეს ის დოკუმენტები, რაც აუცილებელია ამ სახის ქონების გასხვისებისას.

5.ნოტარიუსი ვალდებულია ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადების შესახებ შეატყობინოს ყველა იმ განმცხადებელს, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების შესახებ. ნოტარიუსმა განმცხადებელს (ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს) შეიძლება მოსთხოვოს შესაბამისი განცხადების გაკეთება პრესაში.

6.თუ შეტყობინებიდან (განცხადების გამოქვეყნებიდან) ოცდაათი დღის ვადის ამოწურვამდე ნოტარიუსს არ წარედგინა დოკუმენტი, რომელიც სანოტარო მოქმედების შეჩერების ან გადადების საფუძველია, ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე. თავი VII ნოტარიუსის არქივში დაცული აქტების ასლების, აქტებიდან ამონაწერებისა და აქტების შესახებ მოწმობების გაცემა. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება; სხვა სანოტარო მოქმედებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საფუძვლის არსებობისას ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადების შემთხვევაში ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე, რომელიც მას ეკუთვნის ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან და რაც აღრიცხული იყო გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოწმობის გასაცემად ნოტარიუსს უნდა წარედგინოს გარდაცვლილი მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, გარდაცვლილის ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადება, ქორწინების მოწმობა. 3. მოწმობა უნდა გაიცეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. 4. დასაშვებია გაიცეს როგორც ზოგადი ხასიათის მოწმობა (კონკრეტული ქონების/უფლებების მითითების გარეშე), ისე მოწმობა, რომელშიც მითითებულია კონკრეტული ქონება. კონკრეტული ქონების მითითებისას გამოთხოვილ უნდა იქნეს ის დოკუმენტები, რაც აუცილებელია ამ სახის ქონების გასხვისებისას. 5. ნოტარიუსი ვალდებულია ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადების შესახებ შეატყობინოს ყველა იმ განმცხადებელს, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების შესახებ. ნოტარიუსმა განმცხადებელს (ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს) შეიძლება მოსთხოვოს შესაბამისი განცხადების გაკეთება პრესაში. 6. თუ შეტყობინებიდან (განცხადების გამოქვეყნებიდან) ოცდაათი დღის ვადის ამოწურვამდე ნოტარიუსს არ წარედგინა დოკუმენტი, რომელიც სანოტარო მოქმედების შეჩერების ან გადადების საფუძველია, ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე. თავი VII ნოტარიუსის არქივში დაცული აქტების ასლების, აქტებიდან ამონაწერებისა და აქტების შესახებ მოწმობების გაცემა. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება; სხვა სანოტარო მოქმედებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

თამთა იოსავა

თამთა იოსავა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17111503289³14993856658416¹10¹ (…657
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს მოქალაქის …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოში ბინადრობი…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23