დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 34¹. მონაწილის მიერ საპენსიო აქტივების მიღება საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 ივნ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ მონაწილეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან/და დაკარგა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, მას აქვს უფლება, მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით. ეს მოთხოვნა იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან/და მას აღარ აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

2.თუ პირმა, რომელმაც ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, კვლავ მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, სავალდებულოა ამ კანონის შესაბამისად აღნიშნული პირის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება. საქართველოს მოქალაქეობის ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის კვლავ მოპოვების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მის ყველა დამსაქმებელს.

3.საპენსიო ფონდი მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მონაწილეს საპენსიო აქტივების ღირებულებას გადასცემს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის გადასაცემი თანხა იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 ივნ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2026-დან · იცვლება 1 ივნ. 2027-დან

1. თუ მონაწილეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან/და დაკარგა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, მას აქვს უფლება, მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით. ეს მოთხოვნა იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან/და მას აღარ აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 2. თუ პირმა, რომელმაც ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, კვლავ მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, სავალდებულოა ამ კანონის შესაბამისად აღნიშნული პირის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება. საქართველოს მოქალაქეობის ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის კვლავ მოპოვების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მის ყველა დამსაქმებელს. 3. საპენსიო ფონდი მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მონაწილეს საპენსიო აქტივების ღირებულებას გადასცემს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის გადასაცემი თანხა იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. თავი VI. ნდობითი ვალდებულების დარღვევა და მისი შედეგები

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მარ. 2024 – 1 სექ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 6 აგვ. 2018 – 1 მარ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 17 სექ. 2026

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁸17193821010 (დ…323424317424034¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს ოკუპირებულ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა