Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 78

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 78. განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდროზე უარის შესახებ. განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:ანდერძები და თესტამენტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სამკვიდროს მიღების (სამკვიდრო მოწმობის გაცემის), ან სამკვიდროს მიღებაზე უარის, ან სამკვიდროსთან დაკავშირებული სხვა შინაარსის შესახებ განცხადება შეიძლება შედგეს საჯარო ან კერძო აქტის ფორმით.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული განცხადება შეიძლება წარედგინოს ნებისმიერ ნოტარიუსს. განმცხადებელი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა. გარდაცვალების მოწმობის  წარდგენა არ არის აუცილებელი, თუ ნოტარიუსთან უკვე ინახება იგი ან სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში უკვე რეგისტრირებულია მამკვიდრებლის სამკვიდროს გახსნის ფაქტი სხვა ნოტარიუსის მიერ ან შესაძლებელია პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან.

3.ნოტარიუსი, რომელიც მიიღებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ განცხადებას, ვალდებულია განცხადების მიღება დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში.

4.ნოტარიუსი, მიუხედავად სამკვიდროს გახსნის ადგილისა, უფლებამოსილია, კერძო ან საჯარო აქტის ფორმით დაამოწმოს ნებისმიერი პირის განცხადება, რომლითაც პირი ადასტურებს/აცხადებს, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში მას არც ერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო (არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით, ან მართვით). განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ შეიძლება შედგეს ნებისმიერ დროს. ამასთან, ნოტარიუსის მიერ სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ განცხადების დამოწმება არ ნიშნავს სამკვიდრო საქმის წარმოების დაწყებას. აღნიშნული სანოტარო მოქმედება ექვემდებარება რეგისტრაციას სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში. ამასთან, შესაძლებელია სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში შეტანილ იქნეს განმცხადებლის მიერ მითითებული მონაცემები მამკვიდრებლის შესახებ.

5.არ დაიშვება ერთი და იმავე მამკვიდრებლის სამემკვიდრეო საქმის წარმოება რამდენიმე სანოტარო ბიუროში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ იმავე მამკვიდრებლის სამკვიდროსთან დაკავშირებული განცხადებები წარდგენილია სხვადასხვა ნოტარიუსთან, სამემკვიდრეო საქმისწარმოება უნდა გაერთიანდეს და უნდა გადაეცეს იმ ნოტარიუსს, რომელმაც ყველაზე ადრე მიიღო განცხადება. ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მიღებული განცხადების და სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მასთან წარდგენილი სხვა დოკუმენტების ელექტრონული ასლების გადაგზავნა იმ ნოტარიუსთან, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს სამკვიდრო საქმე.

6.იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსს, რომელთანაც დაწყებულია სამემკვიდრეო საქმის წარმოება, შეუწყდა ან შეუჩერდა უფლებამოსილება, სამემკვიდრეო საქმის წარმოების გაგრძელების უფლება აქვს ნებისმიერ ნოტარიუსს, ვისაც მიმართავს დაინტერესებული პირი. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მანამდე წარმოებულ სამემკვიდრეო საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №125 - სსმ III, №77 01.07.2010, მუხ.1128 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №136 - ვებგვერდი, 02.08.2012 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 2 აგვ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 აგვ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 აგვ. 2012
  2. 23 იან. 2012
  3. 1 ივლ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 77შემდეგი მუხლი 79

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ანდერძის გასაჩივრება და ვალიდაცია6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ხათუნა მანჯგალაძე

ხათუნა მანჯგალაძე

ბიზნეს იურისტი ექსტრემალური და უცხოელი ინვესტორებისთვის,

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 3 ცვლილება · ბოლო 2 აგვ. 2012
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 80

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 84სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება
  • 87პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ
  • 79მამკვიდრებლის კრედიტორის განცხადების მიღება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1446სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა
  • 1445უარის თქმის დაუშვებლობა სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის შემდეგ
  • 1421სამკვიდროს მიღება

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

  • 9უმკვიდრო საცხოვრებელი სადგომი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17¹ (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 23რეგისტრაციაზე უარის თქმა

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 18მოთხოვნაზე უარის თქმა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 58განცხადების წარდგენის წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 57გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23144614451421808487795717¹ (…5818978
მითითებამნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…საცხოვრებელი სადგომით …გადასახადების ადმინისტ…საჯარო რეესტრის შესახე…სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23