საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹³⁷. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტითა და 37 5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის) შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საქართველოს საპენსიო ფონდი) უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ შუამდგომლობით, თუ საქართველოს საპენსიო ფონდმა შესაბამის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მოსთხოვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

2.კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ ბრძანებას გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/2 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტითა და 37 5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის) შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საქართველოს საპენსიო ფონდი) უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ შუამდგომლობით, თუ საქართველოს საპენსიო ფონდმა შესაბამის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მოსთხოვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა. 2. კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ ბრძანებას გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/2 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №112 · ძალაშია 15 ოქტ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 15 ოქტ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁹21¹³⁸21⁴⁸1017¹702137⁷37⁵31434221¹³⁷
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…დაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს საგადასახა…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა