1.კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; გ) მოვალეობის სისტემატურად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიან პირად აღიარება; ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება; ვ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა; თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ი) გარდაცვალება; კ) კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლა ან შეწყვეტა.
2.კომისიის წევრის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
3.კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კომისიის წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლები ან ლუწი იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია 5 დღეში დანიშნოს ახალი წევრი.

