1.კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2.კომისიას ჰყავს მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთაგან ირჩევს კომისია ხმათა უბრალო უმრავლესობით.
3.კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატი. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №1087 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2521 საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №6 4 4 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.

