მინდობით აღმზრდელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, გარდა: ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო; ბ) იმ პირისა, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/ მზრუნველის უფლებები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; გ) იმ პირისა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ( მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო არ შეუძლია ბავშვის აღზრდა; დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) მინდობით აღსაზრდელის მშობლისა და მეურვისა/ მზრუნველისა, რომლებსაც მისი რჩენის ვალდებულება აკისრიათ; ვ) იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი; ზ) იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა დარეგისტრირების მომენტისთვის ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე; [ ზ) იმ პირისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვისთვის კეთილსაიმედო ოჯახური გარემოს და ბავშვის სათანადოდ მოვლისთვის, აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობას; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] თ) იმ პირისა, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის „ ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისა, როდესაც პირი არ შეიძლება იყოს მინდობით აღმზრდელი, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა; ი) იმ პირისა, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე და 112- ე მუხლებით , 126- ე მუხლის 1 1 ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტით, 126 1 მუხლის მე-2 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით , 137- ე, 138- ე, 139- ე, 140- ე, 141- ე, 142 2 , 143 1 , 143 2 , 144 1 , 144 2 , 144 3 , 171- ე, 172- ე, 172 1 , 253- ე, 255 1 და 255 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
მუხლი 71. მინდობით აღმზრდელი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №9 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია
… – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 26 ივნ. 2026
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300

ლაშა კაპანაძე
საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾100-დან

აიჰან ჰასანლი
ადვოკატი, მედიატორი
კონსულტაცია: ₾200
ნინი ჩახუნაშვილი
სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

