1.ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 ივნისამდე (გარდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის სექტემბრიდან.
2.ღატაკ ოჯახებს, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიხედვით მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 მაისამდე და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2006 წლის აგვისტოდან.
3.ღატაკ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, ან განმეორებითი შეფასების განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, ან სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2007 წლის 1 მაისამდე, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ 2007 წლის აგვისტოდან.
4.ღატაკ ოჯახებს, რომელთაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადების შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5.ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა განმეორებით შეფასებამდე ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი), ხოლო განმეორებითი შეფასების შემდეგ ნაკლებია 57001-ზე (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ერთი), საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.
6.ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 52001-ზე (ორმოცდათორმეტი ათას ერთი) და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი აქვთ 2006 წლის 1 აგვისტოდან, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვთ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, ან ამ მუხლის შესაბამისად, მაგრამ არა უადრეს 2007 წლის იანვრიდან.
6¹.ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის აპრილ სა და მაის ში, საარსებო შემწეობ ა დაენიშნებათ და მიეცემათ 2012 წლის 1 ივლისიდან.
6².2012 წლის 1 ივლისიდან ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ ამ მუხლის 6 1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
7.სააგენტომ გააგრძელოს საარსებო შემწეობის გაცემა დევნილთა იმ ოჯახებისათვის, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამო იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის გამო.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდეს დანიშნული ოდენობით 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.
8¹.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
8².ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში, წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.
9.ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე გავრცელდეს დევნილთა იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აღრიცხულნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, რომელთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.
10.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის შემადგენლობაში მოხვდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, გაერთიანებული ოჯახის საარსებო შემწეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ყოველი არამიმღები წევრისათვის დაემატოს 24 ლარი და საარსებო შემწეობის სახით გასაცემი თანხის საერთო ოდენობა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.
11.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდება არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში – არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სია და შესაბამისად დანიშნული შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა: ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან); გ) საბიუჯეტო ორგანიზაციაში ოჯახის წევრის ანაზღაურებადი საქმიანობისას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა; დ) ამ მუხლის 8 1 და 8 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12.საარსებო შემწეობა გაიცეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.
13.2009 წლის 10 იანვრიდან ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცეს 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე.
14.ამ მუხლის მე -9 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების ( შესაბამისი უფლებამოსილი პირის ) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის ( რომელშიც აგრეთვე აღინიშნება , ეწევა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრი საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას , გარდა სამეცნიერო - საგანმანათლებლო საქმიანობისა ) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ .
14¹.ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფელ დვანში მცხოვრები ოჯახების მიმართ გავრცელდეს შემდეგი შეღავათები: ა) სააგენტომ განაგრძოს საარსებო შემწეობის გაცემა დანიშნული ოდენობით, 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე; ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც არ არიან საარსებო შემწეობის მიმღებნი, გავრცელდეს ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2013 წლის 1 ივლისამდე. სააგენტომ 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, სააგენტოსთვის ცნობილი მათი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2013 წლის 1 ივლისიდან ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა გაგრძელდება, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისად, ან შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს ამბობს დადგენილი წესით მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან თუ არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის ოდენობის მიუხედავად, ასეთი ოჯახები დანიშნულ საარსებო შემწეობას მიიღებენ 2013 წლის 1 ივლისამდე; გ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში (გარდა დაბადების ან გარდაცვალებისა), საარსებო შემწეობის ადმინისტრირება ხორციელდება ამ წესით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად; დ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად; ე) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სახელობითი (ოჯახის პირობითი ნომერი, ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და თანხის მიღებაზე უფლებამოსილი წევრი) სიის სააგენტოსათვის მიწოდება, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით, არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.
14².ამ მუხლის 14 1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად მიწოდებული სია და შესაბამისად დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობა სააგენტოს მიერ გადახედვას/გადაანგარიშებას/შეწყვეტას არ ექვემდებარება, გარდა: ა) ამ მუხლის 14 1 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებისას (ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შეწყვეტა ხდება ოჯახის ბოლო წევრის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან).
14³.ამ მუხლის 14 1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების მიმართ საარსებო შემწეობა გაიცეს 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის 1 ივლისამდე და სააგენტომ უზრუნველყოს ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. 2013 წლის 1 ივლისიდან, ასეთ ოჯახებზე საარსებო შემწეობის გაცემა განხორციელდეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14⁴.2012 წლის 1 სექტემბრიდან ამ მუხლის 14 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნოთ ამ მუხლის 14 1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ფორმირებული დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის თვიდან.
14⁵.ამ მუხლის 14 1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახის წევრს, თუ იგი წარმოადგენს ისეთი სახელმწიფო გასაცემლის მიმღებს, რომელიც გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღებას, უფლება აქვს, აირჩიოს ერთ-ერთი გასაცემელი.
14⁶.ამ მუხლის 14 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა.
15.ამ მუხლის მე-7, მე-9 პუნქტებითა და 14 1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2013 წლის 1 ივლისამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები, გარდა ამ მუხლის 8 1 პუნქტითა და 14 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
15¹.ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისიდან შეუწყდებათ საარსებო შემწეობის გაცემა იმ მოტივით, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ მოხერხდა ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ.: სააგენტოსათვის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მისამართი არ არსებობს, ან ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს ამ მისამართზე, ან ოჯახის ცნობილი ბოლო საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ა.შ.), 2013 წლის 1 აგვისტომდე ოჯახის ერთ-ერთი წევრის სააგენტოში მომართვის საფუძველზე, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ოდენობაზე, სააგენტო ვალდებულია საარსებო შემწეობის გაცემა განაახლოს უკანდახევით, 2013 წლის 1 ივლისიდან და გასცეს შეწყვეტილი სოციალური დახმარება სრულად, გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა ფაქტობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით.
16.(ამოღებულია - 18.05.2015, №215).
17.ღატაკ ოჯახს, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამავე პუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიღება გაუგრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო მეორე თვიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საარსებო შემწეობის ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით გაცემამდე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება შეჩერების თვიდან ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მიხედვით, გადამოწმების შედეგად დაფიქსირებულ ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად.
18.„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, გადამოწმების პერიოდში, გაუგრძელდებათ საარსებო შემწეობის გაცემა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით შეფასებამდე და სპეციალური ფორმის დოკუმენტის - ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე.
19.2015 წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც დანიშნული აქვთ საარსებო შემწეობა ან სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, მოიპოვეს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება, ავტომატურად გაუგრძელდეთ/დაენიშნოთ საარსებო შემწეობა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე, 2016 წლის 1 იანვრამდე.
20.ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის მომდევნო თვიდან.
21.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების წევრების სახელობითი სიის (ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი) სააგენტოსათვის მიწოდება, არაუგვიანეს 2015 წლის 15 ივლისისა და სიაში ცვლილების შემთხვევაში, არაუგვიანეს ცვლილებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვისა.
22.სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
23.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახი განთავსდება მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია აღნიშნული ოჯახისა და მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შესახებ.
24.ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
25.ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2016 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 მაისის დადგენილება №104 - სსმIII, №75, 29.05.2007წ., მუხ.799 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №181-სსმIII, №130,04.09.20008წ., მუხ.1310 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245-სსმIII, №159, 30.12.2009წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №251 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1542 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №424 -ვებგვერდი,06.01.2011წ., საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №479 – ვებგვერდი, 23.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 24.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 03.05.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 23.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 27.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის დადგენილება №307 – ვებგვერდი, 27.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება № 7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №215 – ვებგვერდი, 19.05.2015წ . საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება №337 - ვებგვერდი, 13.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №423 - ვებგვერდი, 14.08.2015წ.

