სოციალური დახმარების შესახებ

მუხლი 11¹. რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემის პრინციპები გარდამავალი პერიოდისათვის

რედაქცია №52 კონსოლიდირებული · 5 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.2009 წლის 1 იანვრიდან სააგენტომ გასცეს რეინტეგრაციის შემწეობის ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება იმ ოჯახებისათვის, რომლებიც: ა) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის შესაბამისად; ბ) ამ დახმარებას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და მოქმედებდა 2009 წლის 1 მარტამდე, დაფინანსების უწყვეტობის მიზნით დახმარების გაცემა გაგრძელდეს 2009 წლის 1 მარტამდე.

2.„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ დამტკიცებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის დახმარების გაცემის მორიგი გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. დახმარების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დახმარება გაიცეს 2009 წლის 1 მარტიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2009 წლის 1 მაისისა.

3.სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახებს, მეურვეებს (მზრუნველებს), რომლებსაც დაენიშნათ რეინტეგრაციის შემწეობა ამ ბავშვის მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისა და სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან არიდებისათვის, გაუგრძელდეთ რეინტეგრაციის შემწეობის მიღება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ, არა უმეტეს 2010 წლის 1 იანვრამდე.

4.ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული 10 6 მუხლის ამოქმედებამდე დედობილ/მამობილთან ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაშია ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №118 - სსმIII, №78, 26.09.2009წ., მუხ.847 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10³10²10⁶910171621173717911¹
მნიშვნელობით ახლოსსოციალური დახმარების შ…“მიზნობრივი სოციალური …სოციალური დახმარების შ…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს ოკუპირებულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №52 · ბოლოს შემოწმდა