ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება: ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა: ა.ა) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევისა; ბ) გართობაზე გაწეული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელი ახორციელებს გართობითი ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას და ხარჯები გაწეულია ასეთი საქმიანობის ფარგლებში; გ) ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები, ლატარიებიდან, კაზინოებიდან (სამორინეებიდან), აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობებიდან მიღებულ მოგებებთან დაკავშირებული ხარჯები ან ხელფასის სახით შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები; დ) მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა; ე) იმ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, რომელიც მოგების გადასახადის მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად ან რომლის მიწოდებისას შესაბამისი შემოსავალი/საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას, გარდა იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი; ზ) ( ამოღებულია - 26.12.2013, №1886 ). თ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 95 3 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი; ი) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობასა და დამატებით განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები. შენიშვნა: ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4206- ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6330 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2950 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
მუხლი 106. ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №167 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
23 დეკ. 2014 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 12
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016
- · გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
- · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
106-ე მუხლის შენიშვნაში გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის გამოქვითვის უფლება და შესაბამისი დაბეგვრის ვალდებულება ახლა 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებზე ვრცელდება.
- · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2018
106-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მიკრო ბიზნესის პირისგან შეძენილი საქონლის ხარჯის გამოქვითვის აკრძალვას დაემატა გამონაკლისი სასაქონლო ზედნადების ან მინისტრის დადგენილი ფორმის დოკუმენტის გამოწერისას.
- · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013
106-ე მუხლში გაფართოვდა „ე“ ქვეპუნქტი, „ვ“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი და „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.
- · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2015
- · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014
106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში გამონაკლისები ჩამონათვალად (ა.ა, ა.ბ) ჩამოყალიბდა; ახალ „ა.ბ“ გამონაკლისად დაემატა საჯარო სამართლის იურიდიული პირის უსასყიდლო მიწოდება/მომსახურება სახელმწიფოსა და თვითმმართველობისთვის.
106-ე მუხლით გამოუქვითავი ხარჯების ჩამონათვალს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი გაუმიჯნავ ხარჯებზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელთან.
- · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011
106-ე მუხლს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისგან დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილი საქონლის/მომსახურების ხარჯი არ გამოიქვითება.
106-ე მუხლში გამოუქვითავი ხარჯების ჩამონათვალს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი რეგისტრაციის გარეშე არსებულ ზოგიერთ უფლებასთან დაკავშირებული გარიგებით გადახდილი თანხის შესახებ.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

