1.დოკუმენტურად დადასტურების გარეშე შესაძლებელია ერთობლივი შემოსავალიდან გამოიქვითოს საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდების შედეგად წარმოშობილი გამოსაქვითად ასაღიარებელი სარგებელი.
2.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს: ა) მოიჯარის მიერ იჯარის საგანზე მეიჯარის სახელით გაწეული ხარჯის დოკუმენტი; ბ) ანგარიშვალდებული პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ავტოსტრანსპორტო საშუალების საწვავის შეძენისათვის შესაბამისი ქვეყნის მიერ დადგენილი წესით გაცემული ჩეკი (დოკუმენტი), თუ ეს საწვავი გამოყენებულია შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობისათვის და ხარჯი სახეზეა.
3.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ კვების ობიექტში კვების მომსახურების („საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეები ს “ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №1-1/282 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი ეკონომიკური საქმიანობის სახეები სეკ 001-2004“-ის 55.3 – 55.5 ჯგუფებით გათვალისწინებული საქმიანობა) გამწევი პირის მიერ, ამ მომსახურებისათვის განკუთვნილი კვების პროდუქტის შესყიდვაზე გაწეული ჯამური ხარჯი, მიუხედავად ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა, შესაძლებელია გამოიქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან, არა უმეტეს ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ისა.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) თუ პირის მიერ პროდუქციის შესყიდვაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი აღემატება ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი; ბ) თუ პირის მიერ პროდუქციის შესყიდვაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი არ აღემატება ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს და მას ასევე გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება როგორც დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, მაგრამ არა უმეტეს ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ისა. მაგალითი 1 პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა 45 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები (თევზი, კარტოფილი, პომიდორი და სხვა), მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს კვების პროდუქტების შეძენაზე გაწეული ხარჯი მხოლოდ 30 000 (150 000 X 20%) ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 15 000 ლარი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება. მაგალითი 2 პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა 45 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები. საიდანაც მას მხოლოდ 35 000 ლარზე გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს მხოლოდ კვების პროდუქტების შეძენაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი 35 000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 10 000 ლარის ოდენობის ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება. მაგალითი 3 პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა 29 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები, საიდანაც მას მხოლოდ 15 000 ლარზე გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან სრულად გამოქვითოს 29 000 ლარი, მათ შორის, როგორც დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი 15 000 ლარი, ასევე დანარჩენი 14 000 ლარი, რომელიც დოკუმენტურად არ არის დადასტურებული. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ნებადართული გამოქვითვადი ხარჯების ოდენობა არ აღემატება 30 000 ლარს – 150 000 ლარის 20%-ს.
5.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სა მედიცინო დაწესებულებას , რომლის ერთობლივი შემოსავალი არ არის ნაკლები 1 000 000 ლარზე, უფლება აქვს , ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის დოკუმენტის დადასტურებ ის გარეშე, დამატებით გამოქვითოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის არა უმეტეს 2 0 პროცენტი.
6.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს უფლება აქვს , 2014 წლის 1 იანვრამდე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის დოკუმენტ ურად დადასტურებ ის გარეშე დამატებით გამოქვითოს საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტით გატანილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონ ლო ნომენკლატურის 30 01-3006 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 10%, თუ: ა) „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №453 დადგენილებით გათვალისწინებული წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების მიხედვით აღნიშნული საქონლის წარმოშობის ქვეყანა არის საქართველო ან; ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული წარმოშობილია საქართველოში და ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების სულ ცოტა 30%-ს შესაფუთი მასალების ღირებულების ჩათვლით ან; გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქონელი წარმოებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფარმაცევტული წარმოების ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში . შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის, საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №453 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები.
7.ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) იმპორტი რებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (მათ შორის, საქონელთან ერთად ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის, როგორც საქონლის შესაფუთი მასალის ) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სანიტარიული ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე; გ) სახელმწიფოს მიერ აუქციონის შედეგად ან მის გარეშე რეალ იზებული (გადაცემული) ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (გარდა სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე , კერძო საკუთრებაში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებ ის ( გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა ) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე; ე) სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების ( გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა ) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე. შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის შესაბამისი ტერმინების მნიშვნელობა განისაზღვრება საქართველოს ტყის კოდექსისა და „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №521 – ვებგვერდი, 06.10.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №293 – ვებგვერდი, 30.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №371 – ვებგვერდი, 03.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №375 – ვებგვერდი, 03.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის ბრძანება №39 – ვებგვერდი, 13.02.2025წ. თავი XI საგადასახადო ანგარიშგება

