„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე – 54 4 , 68-ე, 68 1 , 75-ე, 82-ე, 82 1 , 82 3 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით; ბ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით; გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი; დ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ე) ეროვნული და უცხოური ვალუტისა (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება; ვ) ტრანზიტის, ექსპორტის ან გარე გადამუშავების პროცედურაში საქონლის გაფორმება; ზ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი – მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; თ) ფიზიკური პირის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში – საბაჟო დეკლარაციით ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში – „ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით“; ი) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 300 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება; კ) საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ „eCustoms-ის“ მეშვეობით რეგისტრირებული, საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის გაფორმება; ლ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელისა და ნახევრად მისაბმელის რეექსპორტი; მ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, რომლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, გათავისუფლებულია გადასახად(ებ)ისაგან. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკებრის დადგენილება №414 - სსმIII, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2487 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 10.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი,18.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 27.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი,31.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №97 - ვებგვერდი,28.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 17.05.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის დადგენილება №221 - ვებგვერდი, 27.05.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის დადგენილება №231 - ვებგვერდი, 08.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 28.06.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 18.09.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 7 მაისის დადგენილება №118 – ვებგვერდი, 2 1.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №296 – ვებგვერდი, 18.11.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის დადგენილება №44 – ვებგვერდი, 15.01.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის დადგენილება №43 – ვებგვერდი, 15.01.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მარტის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 09.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის დადგენილება №365 – ვებგვერდი, 27.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №472 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის დადგენილება №201 – ვებგვერდი, 15.04.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 20.09.2022წ.
მუხლი 1⁷
რედაქცია №132 კონსოლიდირებული · 13 ნოე. 2026
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

