საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1⁹

რედაქცია №132 კონსოლიდირებული · 13 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება: ა) მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებზე; ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაზე, აგრეთვე იმ საგადასახადო დეკლარაციებზე, რომელთა საგადასახადო ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენა ვერ ხორციელდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო.

2.„სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-3, 33 1 , 35-ე, მე-40, 78-ე − 78 3 , 79-ე − 79 3 , 133-ე, 134-ე, 136-ე − 141-ე, 146-ე − 149-ე, 160-ე − 168-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი, ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით, სსიპ − შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს ელექტრონული ფორმით ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

2¹.„სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 142-ე − 143 1 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დისტანციური არხებით არ არის შესაძლებელი მომსახურების მიღება.

3.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 135-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის რეგისტრაციის მოთხოვნა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

4.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური ნახევრდება, თუ პირი ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს ელექტრონული ფორმით ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

5.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 142-ე და 143-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით სსიპ − შემოსავლების სამსახურს მიმართავს ვიდეოზარის ან სსიპ − შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.

6.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 46 1 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი იმ შემთხვევაში, როდესაც „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვება მოთხოვნილი აქვს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაციის მხოლოდ თავისი სახელით შევსების მიზნით და საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისას იგი წარმოადგენს დეკლარანტს.

7.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54 6 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი იმ შემთხვევაში, როდესაც „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია ივსება მის მიერ და საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისას იგი წარმოადგენს დეკლარანტს. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №183 – ვებგვერდი, 27.04.2011წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №423 – ვებგვერდი, 27.08.2021წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №43 – ვებგვერდი, 31.01.2023წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 მაისის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 05.05.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №508 – ვებგვერდი, 20.11.2025წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1¹⁴1⁷1²⁰811⁷98²947¹11 (დ…17¹ (…17² (…321⁹
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №132 · ბოლოს შემოწმდა