1.საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური ან ადვილად დამუშავებადი ელექტრონული დოკუმენტის სახით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს მას.
2.საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ რეგისტრაციის თარიღი.
3.უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ რეგლამენტის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის ინიციატორი; გ) კანონპროექტის ავტორი; დ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღი; ე) წამყვანი კომიტეტი; ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი; ზ) სხვა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს; თ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი.
4.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე.
5.უმაღლესი საბჭოს აპარატი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“-„ე“ ქვეპუნქტებთან და მე-2-მე-4 პუნქტებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს აპარატის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს 6. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განსაზღვრავს კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებს და გადასცემს მას შესაბამის კომიტეტებს.
7.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატს, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
8.თუ კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვისათვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა, მისი განხილვისათვის დადგენილ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
