საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 16. არჩევით და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში სამუშაოდ მივლინებული თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი

რედაქცია №23კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2012

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

არჩევით და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში სამუშაოდ მივლინებულ თანამშრომლებს, ამ დებულების თანახმად, მივლინების უფლების მქონე პირთა წარდგინების საფუძველზე ენიჭებათ სპეციალური წოდებები, გარდა პოლიციის პოლკოვნიკის და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებებისა, მაგრამ არა უმეტეს ადრე დაკავებული თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული წოდებისა. შს ორგანოდან მივლინებული თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა ხდება შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით, რომლის საფუძველი და წესი გათვალისწინებულია ამ დებულებაში, შს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანის შემდეგ. შს ორგანოს მივლინებულ თანამშრომელს თანამდებობრივ სარგოებს უხდიან, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოს თანამშრომელს, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით. ამასთან ერთად უხდიან სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტულ დანამატს, სამეცნიერო ხარისხისა და სამეცნიერო წოდების სარგოებს, როგორც შს სამინისტროს თანამშრომელს. შს ორგანოს მივლინებული თანამშრომლის ფულადი წახალისება ხორციელდება შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში არსებული ფულადი წახალისების სისტემით, თანამდებობრივი სარგოების გათვალისწინებით. თანამდებობრივი ხელფასის და პრემიის გადახდა ხდება ასიგნებული თანხიდან, რომელიც გამოყოფილია შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლების შესანახად. ყველა დანარჩენ გასამრჯელოს მივლინებულ თანამშრომელს უხდის შს სამინისტრო. ამასთან, ფორმის ტანსაცმლით და სხვა ნივთებით მათ უზრუნველყოფს შს სამინისტრო. შს ორგანოს მივლინებული თანამშრომლის ფულადი წახალისება ხორციელდება შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში არსებული ფულადი წახალისების სისტემით, თანამდებობრივი სარგოების გათვალისწინებით. თანამდებობრივი ხელფასის და პრემიის გადახდა ხდება ასიგნებული თანხიდან, რომელიც გამოყოფილია შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლების შესანახად. ყველა დანარჩენ გასამრჯელოს მივლინებულ თანამშრომელს უხდის შს სამინისტრო. ამასთან, ტანსაცმლის და სხვა ნივთების, სასურსათო ულუფის მაგივრად მათ შეიძლება მიეცეთ ფულადი ანაზღაურება. შს ორგანოს მივლინებულ თანამშრომელსა და მისი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ყველა ის შეღავათი და უფლება-მოვალეობანი, რომლებიც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით. მივლინებაში მყოფი თანამშრომლის სამსახურის გავლის კონტროლს ახორციელებს საქართველოს შს სამინისტრო. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება  №669 - სსმ III, №173, 06.12.2007წ., მუხ.1913 თავი 3 სპეციალურ წოდებათა მინიჭება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 აგვ. 2000 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³²14²¹15³8¹93334638312272616
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…შემოსავლების სამსახური…პროკურატურის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სახელმწიფო…