რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებები მიენიჭებათ პირებს, რომლებიც მიიღებიან ორგანოებში სამუშაოდ ატესტირებულ თანამდებობაზე მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლების, დაკავებული თანამდებობის და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით. ამასთან, როგორც წესი, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებები მიენიჭებათ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება. უმაღლესი ოფიცრების წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს. შს საშუალო-სპეციალური სასწავლებლების კურსდამთავრებულ პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც აქვს დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი და ამ თანამდებობის შესაბამისი სპეციალური წოდების ზღვრული დონე, შეიძლება მიენიჭოს უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 19
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

