Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებმუხლი 5

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

მუხლი 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდებები

რედაქცია №57 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹44¹55¹6

1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ( საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გარდა) წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე - პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ - მაიორი, გენერალ - ლეიტენანტი, გენერალ - პოლკოვნიკი.

2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/ საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/ უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/ მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/ უფროსი მიჩმანი, მასტერ - სერჟანტი/ მასტერ - მიჩმანი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/ კაპიტან - ლეიტენანტი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/ მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე - პოლკოვნიკი/ მეორე რანგის კაპიტანი, პოლკოვნიკი/ პირველი რანგის კაპიტანი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ - მაიორი/ ვიცე-ადმირალი, გენერალ - ლეიტენანტი/ ადმირალი.

3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს, უმაღლესი სპეციალური წოდებების გარდა, ანიჭებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

3¹.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სისტემის მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს, უმაღლესი სპეციალური წოდებების გარდა, ანიჭებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.

4.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გარდა) მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „პოლიციის“.

4¹.(ამოღებულია - 07.12.2017, №1709) .

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის “.

5¹.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „სამოქალაქო უსაფრთხოების“.

6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს ენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო იმავე პროგრამის კურსდამთავრებულს – საშუალო სპეციალური წოდება − ლეიტენანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკვე მინიჭებული აქვს სხვა სპეციალური წოდება ან სამხედრო წოდება. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2217-სსმI, №15,04.06.2003წ., მუხ.107 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3150-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.138 საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5596 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1709 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4084 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1211 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 17 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 5¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №57

  • 1 ცვლილება · ბოლო 17 დეკ. 2025
  • 14 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 5⁶საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური წოდებები
  • 5¹საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებები
  • 5⁵საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 10¹სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები  და ზღვრული ასაკი
  • 10⁵სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები
  • 15³წახალისება სამსახურში წარმატებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის

თავდაცვის კოდექსი

  • 179სპეციალური წოდებები სამინისტროს სისტემაში
  • 42სამხედრო წოდებები
  • 26სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები, სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლა

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 8¹სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მათი მინიჭების წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 26მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 34სამსახურში დაწესებული წოდებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5⁶5¹5⁵10¹10⁵15³8¹341794226265
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო სპეციალური …სახელმწიფო დაცვის სპეც…თავდაცვის კოდექსიშემოსავლების სამსახური…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №57 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026