სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14²². აღსრულების პოლიციელის სამართლებრივი დაცვა

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. აღსრულების პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2.არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3.აღსრულების პოლიციელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამ ბრძანების ან განკარგულების უკანონობის შესახებ, და კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. აღსრულების პოლიციელს, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

4.აღსრულების პოლიციელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან პროკურორს. აღსრულების პოლიციელისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს კანონით დადგენილი წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.

5.აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²14²¹14⁵8¹484940595525252114²²
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა