სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო შს ორგანოს თანამშრომელს შეიძლება დაედოს ერთ-ერთი სასჯელი: – შენიშვნა; – საყვედური; – სასტიკი საყვედური; – თანამდებობიდან ჩამოქვეითება; – სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; – სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; – 3-დან 10-დღეღამემდე დისციპლინური პატიმრობა ჰაუპტვახტში ჩასმით; – შს ორგანოებიდან დათხოვნა. საქართველოს შსს სასწავლებლებში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა) დისციპლინური სასჯელების სახით გამოიყენება სასწავლებლების განლაგებიდან გასვლის უფლების ჩამორთმევა 1 თვემდე ვადით და დანიშვნა რიგგარეშე სამსახურებრივ განწესში (გარდა ყარაულში და ქვედანაყოფის მორიგედ დანიშვნისა) ან სამუშაოდ – 5 განწესამდე, აგრეთვე მსმენელის სასწავლებლიდან გარიცხვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 44. დისციპლინური სასჯელები
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2
- არსებითი გადაწყვეტილება (T1)
დისციპლინური გათავისუფლების ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
დავა შეეხებოდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სამი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები სრულად არ გამოიკვლია და დასკვნები მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებებს დააფუძნა. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ბრძანების მთლიანად ბათილად ცნობისას საქმეში სავალდებულო წესით უნდა ჩართულიყვნენ ბრძანებაში მოხსენიებული სხვა პირებიც. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
- დაუშვებლობა (T5)
პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა
მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენას ითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავი საფუძვლები და დაადგინა, რომ არც ერთი მათგანი არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

