შს ორგანოს თანამშრომელს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე. ავადმყოფობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება ავადმყოფობის სახით. ავადმყოფობის გამო უწყვეტად შვებულებაში ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, იმ შემთხვევის გარდა, როცა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო ხანგრძლივი სამკურნალო დრო. ეს დრო შეიძლება გაგრძელებულ იქნეს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის მიერ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე. ავადმყოფობის გამო უწყვეტად შვებულებაში ყოფნის ვადის გასვლისა და შს ორგანოს თანამშრომლის განკურნების შემდეგ მუშაკი ექვემდებარება სამხედრო-სამედიცინო კომისიის შემოწმებას ვარგისიანობაზე, რათა მიეცეს შემდეგში სამსახურის გაგრძელების უფლება. შს ორგანოს თანამშრომელს, რომელმაც ჭრილობა, დასახიჩრება ან კონტუზია მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამკურნალოდ ყოფნის დრო არ განესაზღვრება. აღნიშნული თანამშრომელი მკურნალობის დამთავრების ან ავადმყოფობის გავლის შემდეგ ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას. ავადმყოფობის გამო შვებულების დრო არ შედის ყოველწლიური მორიგი შვებულების ანგარიშში. შს ორგანოს თანამშრომელს ავადმყოფობის გამო სამსახურიდან დათხოვნისას ავადმყოფობისათვის შვებულება არ ეძლევა.
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 52. შვებულება ავადმყოფობის გამო
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1
- კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)
სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
დავა ეხებოდა შინაგან საქმეთა ორგანოდან ავადმყოფობის გამო გათავისუფლების ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. მოპასუხე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო საექსპერტო დასკვნები სრულად და ერთობლივად უნდა შეფასდეს, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის გასარკვევად განმეორებითი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნებზე უცვლელად დატოვების ნაწილში გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

